ავტორი:

"თითოეულს გაგაცნობდით, შორიდან შექმნილი იმიჯი ძალიან განსხვავდება რეალობისგან" - მარიამ გეგუჩაძე "სირცხვილიას" მონაწილეთა უცნობ ფოტოებს აქვეყნებს

"თითოეულს გაგაცნობდით, შორიდან შექმნილი იმიჯი ძალიან განსხვავდება რეალობისგან" - მარიამ გეგუჩაძე "სირცხვილიას" მონაწილეთა უცნობ ფოტოებს აქვეყნებს

აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთი მონაწილე, ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე სოციალურ ქსელში აქციის ორგანიზატორებისა და ცნობილი მონაწილეების უცნობ ფოტოებს აქვეყნებს.

"თემას რომ ვწერდე "როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები", ამ ადამიანების დეტალური აღწერით დავიწყებდი. მოვყვებოდი როგორი მნიშვნელოვანია იდეალისტების გარემოცვა. თითოეულ მათგანს გაგაცნობდით, რადგან შორიდან შექმნილი იმიჯი, როგორც წესი, ძალიან განსხვავდება რეალობისგან.

თემის შემდეგი ნაწილი იქნებოდა ქუჩაში გატარებული 83 დღე. ქვეყნის სამსახურში დგომა, თავისუფლებისთვის ბრძოლა. კიდევ ბევრ რაღაცას დავწერდი და ალბათ დავწერ კიდევაც.

თემის ბოლოს ყველა ჩემ თანამებრძოლს გავაგებინებდი, რომ თითოეული მათგანი ძალიან, ძალიან მიყვარს", - წერს მარიამ გეგუჩაძე.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს