ავტორი:

მსახიობები, მხატვრები, იურისტები... - რომელი ცნობილი სახეები ესწრებოდნენ მამუკა ხაზარაძის ახალი მოძრაობის პრეზენტაციას

მსახიობები, მხატვრები, იურისტები... - რომელი ცნობილი სახეები ესწრებოდნენ მამუკა ხაზარაძის ახალი მოძრაობის პრეზენტაციას

დღეს "თიბისი ბანკის" დამფუძნებლმა, მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა წარადგინა, რომლის სახელწოდებაც "ლელო" იქნება. მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართა.

„ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ მოძრაობის სახელწოდების დასახელებამდე გალაკტიონ ტაბიძის ლექსის: "მშობლიურო ჩემო მიწავ" ერთი სტროფი წაიკითხა.

ამასთან, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ხაზარაძემ განმარტა, რატომ შეურჩია მოძრაობას სახელწოდება "ლელო".

„ეს არის ძველი ქართული სახელი. ინსპირაცია მოგვცა გალაკტიონის ლექსმა. ეს არის სახელი, რომელიც შედეგზე ორიენტირებულია. ეს არის სახელი, სადაც ქართველებმა უნდა გავიტანოთ და დავდოთ ჩვენი ლელო, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავდოთ ჩვენი ლელო. ეს არის უმნიშვნელოვანესი. დამთავრდა ქვეყანაში აზროვნება - ერთი კაცის იმედად ქვეყნის გადარჩენის ჩამოკიდება. ეს პროცესი თუ არ დამთავრდა ჩვენს ქვეყანას პერსპიქტივა არ აქვს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" დაფუძნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის მსახიობები, მხატვრები, იურისტები. კერძოდ:

იურისტი, ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე; იურისტი, პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი; უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი; რუსთაველის თეატრის ყოფილი მმართველი ზაალ ჩიქობავა; პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი; მსახიობი ირაკლი აფაქიძე; მხატვრები - გია გუგუშვილი და ქეთი მატაბელი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები