ავტორი:

ბიზნესმენი თოშა ქებურია მეორე შვილის მამა გახდა - ბიჭუნას მილიონერი ბაბუის სახელი დაარქვეს

ბიზნესმენი თოშა ქებურია მეორე შვილის მამა გახდა - ბიჭუნას მილიონერი ბაბუის სახელი დაარქვეს

მილიონერ თოშა ქებურიასა და მოდელ ქეთი ჟღენტის ოჯახში სასიამოვნო სიახლეა. წყვილი მეორე შვილის მშობლები გახდა.

პატარა ბიჭუნა ქვეყანას გუშინ საღამოს მოევლინა, ის გაგუას კლინიკაში დაიბადა და მშობლებმა ბაბუის, ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სახელი დაარქვეს.

თოშამ და ქეთიმ "ინსტაგრამზე" უკვე გამოაქვეყნეს ერთობლივი სელფი, სადაც ახალნამშობიარები მოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურება.

პატარას სახეს არც მშობლები და არც ბებია, ყოფილი მოდელი ლიკა შენგელია ჯერ არ აჩენენ.

თოშას და ქეთის შარშან ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კატერინა დაარქვეს. გოგონა დედის ასლია. ქეთი ჟღენტს აქტიური ორსულობა ჰქონდა და ის ზაფხულში საფრანგეთშიც იმყოფებოდა.

ქებურიამ უმშვენიერეს მოდელს ხელი ორი წლის წინ, კანში, სანაპიროზე სთხოვა და მალე დაქორწინდნენ კიდეც.

"თოშამ ჩემს მშობლებთან ითხოვა, რომ დავნიშნულიყავით და სწავლის დასრულების შემდგომ დავქორწინებულიყავით. ამის შემდეგ გავემგზავრეთ კანში, თოშას მშობლების გასაცნობად. მაგრამ მოხდა ისე, რომ 18 აგვისტოს ლაჟვარდოვან სანაპიროზე მთხოვა ხელი, ეს იყო საყვარელი სურპრიზი, თოშამ მთხოვა ცაში ამეხედა, სადაც თვითმფრინავი მოფრინავდა სიტყვებით "Katie, marry me", გვერდით კი ჩვენი მეგობრები იმალებოდნენ, რომლებიც ჩემი თანხმობის შემდეგ გამოცვივდნენ და ჩვენთან ერთად გაიზიარეს ჩვენი ბედნიერება", - იხსენებს ქეთი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ცოლობაზე თანხმობის შემდეგ, წყვილმა პარიზში საქორწინო ბეჭდები შეიძინა და ქორწილი ორჯერ გადაიხადა. პირველ მოკრძალებულ ქორწილში ქეთის Jenny Packham-ს კაბა ეცვა, მეორე გრანდიოზული ქორწილი ქებურია-ჟღენტის წყვილმა პირველი შვილის დაბადების შემდეგ, "კაჭრეთის ამბასადორში" გადაიხადა. ქეთის ამჯერად Elie Saab-ს კაბა ემოსა. მათ ქორწილში მსოფლიო ვარსკვლავები ჰყავდათ მოწვეული, მღეროდნენ ქართველი მომღერლებიც. საღამო კი ტიმატიმ დაასრულა.

აღსანიშნავია ერთი ფაქტი, წყვილი საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა. რაც შეეხება საქორწინო ტორტს - ასეთი გრანდიოზული ტორტი საქართველოში აქამდე არ დამზადებულა. მისი წონა 400 კგ-ს შეადგენდა, სიმაღლე 5 მეტრს. საქორწინო ტორტის დიზაინზე კი 12 დიზაინერი მუშაობდა.

"ჩვენი ბავშვობა..." - მაკა ჩიჩუა წლების წინ, შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

"გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ... ეს არის დანაშაული" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი

"კვლევამ აჩვენა, რომ MRNA ვაქცინების გამოყენების შემდეგ სპერმის ხარისხს და მამაკაცის განაყოფიერების უნარს არაფერი ემუქრება!" - კულუმბეგოვი