ავტორი:

"მერიდებოდა თქმა... ერთხელ თქვენით გადავრჩი, ახლაც თქვენი იმედი მაქვს" - ეკა კვალიაშვილი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს

"მერიდებოდა თქმა... ერთხელ თქვენით გადავრჩი, ახლაც თქვენი იმედი მაქვს" - ეკა კვალიაშვილი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს

ეკა კვალიაშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მომღერლის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია, მას კი მკურნალობის ფინანსები არ აქვს. შესაბამისად, დახმარებისთვის მეგობრებს და საზოგადოებას მიმართავს და საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას აანონსებს:

"დიდხანს ვიფიქრე, მერიდებოდა თქმა, მაგრამ ჯობს ვთქვა... მეგობრებო, ვაკეთებ სერიოზულ განცხადებას. ჯანმრთელობამ ძალიან შემომიტია, ისევ დამეწყო ხუთვა, არ მშველის ჩვეულებრივი "სალბუტამოლი", მხოლოდ "სიმბიკორტი" მიხსნის ამ საშინელებას, რაც საკმაოდ ძვირია და ვერ ვახერხებ, რომ ეს წამალი სულ მქონდეს და ვისუნთქო.

ღმერთმა აცხონოს, მერაბ კილაძემ გამიკეთა ოპერაცია და შემდეგ ალერგოლოგთან მიმიყვანა, დექსამეტაზონი, რომელსაც ერთი წელი ვიღებდი, რადგან ვერ ვსუნთქავდი, შემიცვალეს "სიმბიკორტით", ისიც მთელი რიგი ტესტები გამიკეთეს, რომ რაიმეს ალერგია არ მოეცა. სამწუხაროდ, საქართველოს აღარ ჰყავს მერაბ კილაძე და მე, აბსოლუტურად ჩემიანი ექიმი, რომლისაც მჯეროდა და ზუსტად იცოდა თავისი საქმე...

ამ ეტაპზე, ძალიან, მართლაც ძალიან გამიჭირდა, არა მარტო წამლების შეძენა, არამედ, MRT-ს გაკეთებაც რაც უნდა ვაკონტროლო 6 თვეში ერთხელ, მაგრამ ამის ფინანსები არ მრჩება

ასევე საყიდელი მაქვს მიელინი, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა მივიღო და ბიოტინი, რომ ვიარო. მე მჭირდება ჯანმრთელობა, ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი, ბევრი პროექტი განსახორციელებელი, საკუთარი სიმღერები დასაცავი და ოჯახი მოსავლელი, ამას ყველაფერს ემატება ნაქირავებში ფულის ყრა... ძალიან, უკიდეგანოდ დამჭირდა თქვენი დახმარება, რადგან მინდა, ძალიან მინდა ვიყო კარგად!

მე ფონდიც შევქმენი გაფანტული სკლეროზიანებისთვის და ვიცი რა ხაზით ვამუშაო, მაგრამ არ მყოფნის ძალა და არც ფინანსები, რომ სხვებს მივეხმარო, ან კი როგორ, როცა თავისთვის ვერ მიმიხედავს.

გადავწყვიტე, ჩავატარო საქველმოქმედო საღამო, სხვა გზას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. შეგატყობინებთ სად... იმედია გვერდში დამიდგებით, ერთხელ თქვენით გადავრჩი, ახლაც თქვენი იმედი მაქვს ღმერთის წყალობით... ამისათვის დამჭირდება რუსთაველის თეატრი და რომელიმე ტელევიზია, აპარატურა და ცოტა რეკლამა, რომ გაიგოს ხალხმა სად და როდის ჩატარდება კონცერტი სადაც, მონაწილეობას ისევ ჩემი უსაყვარლესი კოლეგები მიიღებენ.

გთხოვთ შემეხმიანეთ, ვინ როგორ დამიდგება გვერდში..." - წერს ეკა კვალიაშვილი და საბანკო ანგარიშის ნომერსაც აქვეყნებს, რომელზეც მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

TBC ბანკი: GE95TB7003145161100004

პირადი ნომერი: 01030004431

"ეს კაცი 3000 ლარით დააჯარიმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ შვილთან ერთად მაღაზიის წინ ელოდა რიგს" - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე ირაკლი ღლონტი

"სუფთა სახლის" თემქის ფილიალის კონსულტანტები თვითიზოლაციაში იმყოფებიან - კომპანიის განცხადება

"კორონა ჩვენთან ბევრი წელი დარჩება და ცოტა ხანში, ნერვი არ აგვიტოკდება ამ სახელის გაგონებაზე" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი