ავტორი:

ქსენია სობჩაკის დედამთილმა და მამამთილმა რძლის ეროტიკული ცეკვის შემდეგ ქორწილი დატოვეს

ქსენია სობჩაკის დედამთილმა და მამამთილმა რძლის ეროტიკული ცეკვის შემდეგ ქორწილი დატოვეს

რეჟისორ კონსტანტინ ბოგომოლოვის მშობლებმა რძლის, ქსენია სობჩაკის ეროტიკული ცეკვის შემდეგ ქორწილი დატოვეს, ინფორმაციას НТВ ავრცელებს.

სობჩაკმა და ბოგომოლოვმა ხელი 13 სექტემბერს მოაწერეს. ისინი ქორწილში კატაფალკით მივიდნენ, რომელზეც ეწერა „ვიდრე სიკვდილი არ დაგვაშორებს“. ქორწილში 300-მდე სტუმარი იყო მიწვეული.

საქორწინო ბანკეტზე ქსენია სობჩაკმა ქმრისთვის ვნებიანი ცეკვა შეასრულა, რომლის დროსაც თითქმის მთლიანად გაშიშვლდა.

„მას შემდეგ, რაც რძალმა ცეკვის დროს გახდა დაიწყო, კონსტანტინ ბოგომოლოვის მშობლებმა ბანკეტი დატოვეს, ტორტის გაჭრასაც კი არ დაელოდნენ,“ - განაცხადეს მედიასთან ქორწილის სტუმრებმა.

ამასთან, ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჟურნალისტებს კითხვაზე - კმაყოფილები არიან თუ არა შვილის არჩევანით, იური ბოგომოლოვმა და ოლგა ულიანოვმა პასუხი არ გასცეს.

„თუ ბედნიერები არიან, ძალიან კარგია, ამაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს?! - განაცხადა ოლგა ულიანოვამ.

„ეს მისი არჩევანია,“ - აღნიშნა იური ბოგომოლოვმა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს