ავტორი:

"ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე... წერილი, ოქმი - მოიტანოს და გვანახოს" - გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს პირველად პასუხობს

"ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე... წერილი, ოქმი - მოიტანოს და გვანახოს" - გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს პირველად პასუხობს

საერთოდ ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ამ ბოლო დროს ბატონი მამუკა: წერილი, ოქმი და კიდევ ბევრ რაღაც დამადასტურებელს. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი, - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინვესტორი გააქცია და ამის ოქმიც არსებობს.

გიორგი გახარიას თქმით, თუ ასეთი დოკუმენტი არსებობს, მამუკა ხაზარაძემ ის უნდა „მოიტანოს და გვანახოს“.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ არის კარგი, როცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და ყველა ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვექცეთ ქვეყნისთვის მნიშნელოვან პროექტებს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ანაკლიის პროექტს სჭირდება სერიოზული ინვესტორები, რომელიც როგორც გიორგი გახარია ამბობს, არ გვყავს. მისივე თქმით, სწორედ ეს არის პრობლემა.

„ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ყოველთვის ვამბობდი: ის რომ წარმატებით განხორციელდეს, მას სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები. სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს.

რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, ბოლო ქმედებები, რომელიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული... არც ერთი სერიოზული უცხოელი, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი არ დარჩა კონსორციუმში და კიდევ ვიღაცას რაღაც ინტერესებს აბრალებენ, არასერიოზულია,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხარაძემ „კვირის პალიტრასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაია ცქიტიშვილმა ინვესტორები პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. მისივე თქმით, ცქიტიშვილთან შეხვედრაზე ინგლისისა და ჰონკონგის წარმომადგენლები იყვნენ. ხაზარაძის ინფორმაციით, შეხვედრა 12 სექტემბერს შედგა.

„როდესაც მინისტრი ხარ და ასეთი მნიშვნელობის პროექტს არ აჩქარებ, თუნდაც იმიტომ, რომ დაასწრო შენს კონკურენტს და შენი ქვეყნის ოკუპანტ ქვეყანას, რომელიც ყოველ კვირას 100 მეტრ მიწას გაჭრის, სხვა ვერსია არ არსებობს. ეკონომიკურად მართლაც გაუმართლებელი პროექტიც რომ იყოს (და ეს ასე არ არის), აფხაზეთის გვერდზე ამხელა ინფრასტრუქტურის აშენებას სახელმწიფო მნიშვნელობა რომ აქვს, დიდი დაფიქრება არ სჭირდება. მაშ, რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, თვალის პაჭუნი და "წერილი თუ სიხარულის" ძებნა?

ყველაფერი იქით მიდის, რომ კონტრაქტი გაგვიწყვიტონ. 12 სექტემბერს მაია ცქიტიშვილმა ჩვენი ინვესტორები, რომლებთან მოლაპარაკებაც თითქმის დასრულებულია, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. კიდევ კარგი, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვესწრებოდით იმ შეხვედრას, თორემ ჩვენ დაგვბრალდებოდა. ცქიტიშვილმა პირდაპირ უთხრა, თქვენნაირი ინვესტორი არ გვჭირდებაო. ინგლისისა და ჰონკონგის წარმომადგენლები იყვნენ. მეტ დეტალზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ,” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."