ავტორი:

ცნობილი ქართველების შვილები, რომლებიც წელს პირველად წავიდნენ სკოლაში

ცნობილი ქართველების შვილები, რომლებიც წელს პირველად წავიდნენ სკოლაში

დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

AMBEBI.GE-ს ყურადღება იმ ცნობილი ადამიანების შვილებმა მიიპყრეს, რომლებიც წელს პირველად წავიდნენ სკოლაში.

მომღერალ ნინი ბადურაშვილის ოჯახში დღევანდელ დღეს ორმაგი სიხარულით შეხვდნენ, რადგან წელს სკოლაში პირველად მივიდა როგორც ნინის ქალიშვილი ელენე კუტალაძე, ასევე მისი დის ანასტასია თოფურიძის ვაჟი ლადო. პატარებისთვის მშობლებმა წმინდა გიორგის სახელობის სკოლა შეარჩიეს. ისინი ერთ კლასში ისწავლიან. მათი კლასელი იქნება, მომღერალ გიო ხუციშვილის ქალიშვილის, ელენე ხუციშვილის შვილი კატო.

ნინი ბადურაშვილმა პირველ დღეს ქალიშვილის სკოლაში მიყვანა ვერ მოახერხა, რადგან საფრანგეთში იმყოფება. ელენე კუტალაძე სკოლაში დეიდამ მიიყვანა.

სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდა ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი ირაკლი კუტალაძე, რომ ქალიშვილის სკოლაში წასვლის პირველ დღეს მასთან ერთად ყოფილიყო.

ნანკა კალატოზიშვილი 6 წლის არის ნანკა კალატოზიშვილის და კალათბურთელ ირაკლი კეიდიას ვაჟი, დანიელ კეიდია. დანიელი სკოლა „ლოგოსში“ ისწავლის, რომელიც მის სახლთან ახლოს არის და ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ნანკამ შვილისთვის ეს სკოლა შეარჩია, ეს გახლავთ. პატარა დანიელი სკოლაში მამამ და ნანკას დედამ მიიყვანა, რადგან თავად ნანკა ჩინეთში ერთი თვით იმყოფება გასტროლებზე.

ნანკა კალატოზიშვილი შვილთან ერთად, ფოტო: HELLO! Georgia

წელს პირველად წავიდა სკოლაში პროდუსერ ნინი დედალამაზიშვილის ქალიშვილი, ელენე ყიფიანი. ელენე „მწვანე სკოლაში“ ისწავლის, სწორედ აქ სწავლობდა მისი დედა და ბიძა გიგი დედალამაზიშვილი. სკოლა ნინის სახლთან ახლოს არის, სწავლის მაღალი ხარისხია და სწორედ ამიტომ მიიღო მან ელენეს აღნიშნულ სკოლაში მიყვანის გადაწყვეტილება.

წელს პირველად წავიდა სკოლაში დავით ნარმანიას და თიკა თინიკაშვილის მესამე შვილი, ილია დენის ნარმანია. ილია დენის ნარმანიასთვის სასწავლო წელი 9 სექტემბერს დაიწყო, ის მშობლებმა „ევროპულ სკოლაში“ მიიყვანეს.

წელს წავიდა პირველად სკოლაში პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის უმცროსი ქალიშვილი, ანა ბეატრისი. ის მშობლებმა სკოლაში ერთად მიიყვანეს. ფოტოები სოციალურ ქსელში არჩილ თალაკვაძემ გაავრცელა.

"დღეს მე და ქეთიმ შვილები სკოლაში წავიყვანეთ. წელს ანა ბეატრისის ჯერია. წარმატებები პირველკლასელებს!" - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

გრიპის მომატებული შემთხვევბი - რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს საქართველოში და როგორია იანვრის მეორე კვირის მონაცემები

რას ნიშნავს მეორედ მოსვლა და რატომ საუბრობენ სასულიერო პირები მის მოახლოებაზე - "90-იან წლებში, კონკრეტული პიროვნებაც დაასახელეს ანტიქრისტედ..."

ბაგა-ბაღები თბილისში, რომლებსაც წელს დაანგრევენ - "მათ ნაცვლად ახალი ბაღები აშენდება"