ავტორი:

"ვთხოვთ საპატრიარქოს, ჩემს პატარას წესის აუგებლად ნუ გაუშვებენ ამ ქვეყნიდან" - გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია

"ვთხოვთ საპატრიარქოს, ჩემს პატარას წესის აუგებლად ნუ გაუშვებენ ამ ქვეყნიდან" - გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ბებია საპატრიარქოს თხოვნით მიმართავს. მოზარდის ბებია საპატრიარქოს სთხოვს, ბავშვს წესი აუგონ, რადგან ის ეკლესიური იყო.

„ვთხოვთ საპატრიარქოს, დამეხმაროს და ჩემს პატარას წესის აუგებლად ნუ გაუშვებენ ამ ქვეყნიდან. ბავშვი მორწმუნე იყო, შეიძლება, თავი არც მოუკლავს. მაგრამ, თუ ეს მართლა ჩაიდინა, ეს გააკეთა სტრესის გამო და ამიტომ, ვთხოვ მათ, დაუშვან გამონაკლისი და აუგონ წესი ბავშვს", - ამბობს გარდაცვლილის ბებია.

დღეს თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მეუფემ გიორგი შალამბერიძემ განაცხადა, რომ თუ მოზარდმა თავი მოიკლა, წესს ვერ აუგებენ და ვერც გამონაკლისს დაუშვებენ.

"არ ვიცი, ამის შესახებ ჩემთვის არ მოუმართავთ. აუცილებლად დავავალებ მამაოს ამ საკითხის გამოკვლევას, ვიმსჯელებთ, თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა.

არ გვაქს უფლება, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში... 11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია, გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ არა", - განაცხადა მეუფე გიორგიმ.

ცნობისთვის, თერჯოლაში 11 წლის ბავშვი პოლიციამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა.

შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის და მასზე ძალადობის ბრალდებით ბავშვის მამაა დაკავებული. დაკავებულს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის დედა საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნდა - ნეტსან აბჟანდაძე მეუღლის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აქვს თუ არა საფუძველი მსგავს ბრალდებებს - მირიან ხოსიტაშვილი 1920 წლის ცხინვალის მოვლენების შესახებ