ავტორი:

7 შეცდომა, რომელსაც ქართველი დედა ბავშვის აღზრდისას უშვებს

7 შეცდომა, რომელსაც ქართველი დედა ბავშვის აღზრდისას უშვებს

ამქვეყნად ყველაზე მეტად მორალისტები არ მომწონს, ამიტომ მორალის კითხვად რომ არ გამომივიდეს, თავიდანვე გეტყვით - თავადაც ქართველი დედა ვარ და თავადაც დამიშვია ის შეცდომები, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებ და ეს ჩემი გამოსვლაც ძალიან მინდა გამოცდილების გაზიარებად ჩათვალოთ მხოლოდ.

რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, "რაც მამას უნდა", ქართვლის დედის როლი მაინც უმთავრესად რჩება საზოგადოებაში. არის რაღაცები, რასაც სკოლაში იშვიათად ასწავლიან, თანაც ძალიან მთავარი და არსებითად მნიშვნელოვანი რაღაცები. ემოციური ინტელექტი, რომელიც მერე ადამიანის მთელ მსოფლხედვას განსაზღვრავს, იმ ასაკში ყალიბდება, როცა ბავშვი ყველაზე მეტ დროს დედასთან (ან ძიძასთან, ბებიასთან, დეიდასთან, ყოველ შემთხვევაში ქალთან) ატარებს ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ უფრო მეტად დედებს მივმართავ, თუმცა გათვალისწინება არცერთ მშობელს და არცერთ აღმზრდელს აწყენდა.

ქვეყანას უჭირს, ძალიან უჭირს და მგონი დროა ხან ბედისკენ, ხან ხელისუფლებისკენ, ხან ქვეყანაში არსებული სიტუაციისკენ, გენეტიკისკენ, საგანმანათლებლო სისტემისკენ, თუ მძიმე წარსულისკენ თითის გაშვერას მოვეშვათ - ჩვენი უიღბლობის სხვებზე გადაბრალების მოტივით და გავიაზროთ, ჩვენ სად ვუშვებთ შეცდომას და რით ვეღარ ვშვით ეს "ჩვენი მყოობადი". ოდესმე უნდა დამთავრდეს ბაზალეთისა ტბის ძირას რომ ოქროს აკვანში ყრმა წევს, იმის ლოდინი და საკუთარ "აკვანში" მწოლიარე ბავშვების გაზრდას კი არა, აღზრდას მოვკიდოთ ხელი. ახალი თაობაა სწორედ ქვეყნის აწმყო და ქვეყნის მომავალი.

რა შეცდომებს უშვებს ქვეყნის მომავლის შექმნაში ქართვლის დედა დღეს?

1. უნერგავს განათლების მიღების არასწორ კრიტერიუმებს

ქვეყანა მთა და ველი არ არის, საზოგადოებაა და საზოგადოების შეცვლა თუ გვინდა, განათლებით უნდა დავიწყოთ.

ჩვენ გამუდმებით ჩავჩიჩინებთ ბავშვებს, რომ აუცილებლად უნდა ისწავლონ, მაგრამ არგუმენტები ფრიად საინტერესო გვაქვს: “რატომ უნდა გაჯობოს ვიღაცამ“, “შენ ყველაზე მაგარი უნდა იყო“, “რატომ უნდა ვიღებდე შენ გამო საყვედურებს?“ არც თქვენ ხართ იდეალური დედა, ვიღაც აუცილებლად გაჯობებთ, მაგრამ მსგავს შეკითხვებს არ გისვამთ ჯერჯერობით, თუმცა აუცილებლად დაგისვამთ მალე, თუ ასეთ ლაპარკს თავს არ დაანებებთ.

უკეთესზე უკეთესი არ დაილევა, ნუ შეაჯიბრებთ სხვა ბავშვებთან, ეს ჯიბრის მომენტი ისედაც ყველა ადამიანში დევს და ეცადეთ ასწავლოთ, შეეჯიბროს მხოლოდ საკუთარ თავს. “ერთადერთი, ვისაც უნდა აჯობოთ, თქვენი გუშინდელი თავია“. თუ ამის სწავლებას მოახერხებთ მერე უკვე ლიმიტებიც აღარ ექნება სწავლაში დაწესებული, მიხვდება, რომ ფრიადისთვის კი არ სწავლობს, სწავლობს სწავლისთვის და როცა ქართველი კაცი სწავლისთვის სწავლას მიეჩვევა და არა დაფასებისთვის, სამდიპლომიანი და მაინც გაუნათლებელი საზოგადოება წარსულს ჩაბარდება. წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს