ავტორი:

"12 წელი ველოდით დათუნას მკვლელის დასჯას... 3 კვირაა მკვლელი გარეთაა" - რას ყვება ოთხმეზურის ნათესავი მსჯავრდებულის შეწყალებაზე

"12 წელი ველოდით დათუნას მკვლელის დასჯას... 3 კვირაა მკვლელი გარეთაა" - რას ყვება ოთხმეზურის ნათესავი მსჯავრდებულის შეწყალებაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მორიგ სკანდალში გაეხვა. მან 15 წლის წინ მოკლული დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

ხმაურიანი საქმის დეტალები საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. 2004 წელს, თბილისში, გამსახურდიასა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე დავით ოთხმეზურს სამი ჭრილობა მიაყენეს, სამწუხაროდ, ექიმებმა ის ვერ გადაარჩინეს. ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის ოჯახი 12 წელი ელოდა ამ საქმის გამოძიებას. პერიოდულად აკითხავდნენ პროკურატურას.

2016 წელს საქმე პროკურატურამ გახსნა და ასლან ბეჟანიძე უმძიმესი ბრალდებით დააკავეს. მისთვის წაყენებული ბრალი თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებდა. მან ციხეში 9 თვე გაატარა, ადვოკატი მისი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობდნენ და პირველი ინსტანციის სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული გაანთავისუფლა კიდეც. ეს საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდა, პროკურატურა კი ბრალდებულის დასჯას ითხოვდა. უზენაეს სასამართლოში დადგა გამამტყუნებელი ვერდიქტი და ასლან ბეჟანიძე დააკავეს. სასამართლოს საბოლოო ვერდიქტით ასლან ბეჟანიძეს ციხეში 9 წელი უნდა გაეტარებინა, მაგრამ დღეს ირკვევა, რომ ის თავისუფალია.

ოთხმეზურებმა ეს სკანდალური ინფორმაცია მედიისგან შეიტყვეს და ისინი აღფოთებულები არიან. kvirispalitra.ge-სთან ინტერვიუში მოკლული დათო ოთხმეზურის მამიდაშვილი ანდრო მაისურაძე საუბრობს და ამბობს, რომ ოჯახის რამდენიმეწლიანი ბრძოლა მკვლელის დასასჯელად, პრეზიდენტმა ერთი ხელმოწერით ჩაყარა წყალში:

"ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ დათუნას მკვლელი გარეთ არის. ვერ ვხვდებით რა ხდება ამ ქვეყანაში? პრეზიდენტმა უკვე მერამდენე მკვლელი გამოუშვა გარეთ? მე ვსაუბრობ იმ ფაქტზე, რაც ჩემს მამიდაშვილს შეეხება. ყველასთვის ნათელია, რომ ბეჟანიძემ მოკლა დათუნა ოთხმეზური, თქვენ არ იცით, რამდენწლიანი ბრძოლა იყო იმისთვის, რომ მკვლელი დასჯილიყო.

2004 წლიდან მოყოლებული ველოდით დათუნას მკვლელის დასჯას, წარმოიდგინეთ, 12 წელი ბეჟანიძე მიმალვაში იყო, ისმის კითხვა, თუ არ ხარ დამნაშავე, 12 წელი რატომ იმალები? ყველამ ისიც იცის, რომ მას მფარველები ჰყავდა და ამის წყალობით იყო გარეთ და ამდენი წელი ხელშეუხებელი. როგორც იქნა დააკავეს, როგორც იქნა უზენაესში აღსდგა სამართლიანობა, მკვლელი დაისაჯა. დღეს ვიგებთ, რომ თურმე 3 კვირაა გარეთ არის! პრეზიდენტი როცა ასეთ რამეს აკეთებს, ის უნდა ეცნობოდეს საქმის მასალებს წაიკითხეთ ვრცლად საქმის დეტალები

კობა დავითაშვილის გატაცებისა და სასტიკად ცემის საქმეზე ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო - ვის დაავალა ექსმაღალჩინოსანმა დანაშაულის ჩადენა?

რვა სახის ნარკოტიკის ოდენობები ზუსტდება და მათი გამოთვლის წესები იცვლება - "შესაძლოა, სასჯელები გადაიხედოს"

კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში და თავდასხმები სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე - რას პასუხობს ლომჯარიას ბრალდებებს პენიტენციური სამსახური