ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს

სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მის მიერ რამდენიმე პირის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეშფოთებით ხსნის.

„ამ ვითარებიდან გამომდინარე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე.

მე ადრეც გამოვდიოდი წინადადებით, რომ შეწყალების წესები იყოს გადახედილი და იყოს ეს შემუშავებული პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და ჩემი ვერსია გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს.

მომავალი კვირიდან შედგება ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს შეშფოთება საზოგადოების", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. აქტივისტები პრეზიდენტის მიერ შეწყალების პოლიტიკას აპროტესტებენ.

სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პერფორმანსს მართავენ. მათ ნიღბები უკეთიათ ფილმიდან - „ძალიან საშიში კინო“.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რაც შეწყალებასთან დაკავშირებით ხდება, ძალიან საშიში კინოა და უნდა დასრულდეს.

„ქართული ოცნების“ რჩეულმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ შეეწყალებინა მკვლელები, მათ შორის პოლიციელის მკვლელი, რაც ნიშნავს კრიმინალის წახალისებას. ეს არის პოლიტიკური ნება, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ციხიდან გამოეშვა მკვლელები. ჩვენ გვიკეთია ნიღბები, რაც არის ფილმიდან - „ძალიან საშიში კინო“. რაც ხდება, ეს არის ძალიან საშიში კინო და გვინდა, რომ ეს კინო დამთავრდეს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქტივისტები აქციას შეძახილების გარეშე, ჩუმად მართავენ. მათ აქვთ ტრანსფარანტები წარწერებით: „სერიული შემწყალებელი“, „შეიწყალებ გავრილოვის პატიმრებს?“ „მკვლელები გარეთ - „ქართული ოცნება“.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები