ავტორი:

როგორი "ბოსები" არიან  ზოდიაქოს  ნიშნები

როგორი "ბოსები" არიან  ზოდიაქოს  ნიშნები

ვერძი ბოსი

ვერძი უფროსის ბრძანების ზანტად და უხალისოდ შესრულებას არ გაპატიებთ სამყარო, თუ არადა თავად ვერძი. დროებით თბილი ადგილის მძებნელი თუ ბრძანდებით ან თავისუფალ დროს ცოტა ფულის შოვნა გადაწყვიტეთ, ვერძი უფროსი არ გამოგადგებათ. ის ვერ იტანს, თუ ვინმე ენთუზიაზმის გარეშე მუშაობს. თავად თავს არ ზოგავს და თავისი ხელქვეითებისგანაც იმავეს მოითხოვს. გარდა ამისა, ყველაფერი უცებ უნდა, დავალებული არ აქვს, შესრულებული უნდა გქონდეთ, სამაგიეროდ, არც დაწინაურებას დაახანებს და თუ შეგატყოთ, რომ საქმეს თავს არიდებთ ან უხალისოდ მუშაობთ, - არც სასტიკი საყვედურის გამოცხადებას. ასეთ დროს ჭკუა უნდა გეყოთ და შეკამათება არ გაბედოთ, მთლად უკეთესი თუ ბოდიშს მოუხდით და გამოსწორებას აღუთქვამთ, ვერძი პატიებასაც დაუყოვნებლივ ახერხებს, თანაც არაერთხელ.

გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ვერძი ხელმძღვანელის ხელში სახლში დროულად დაბრუნებას ვერასოდეს მოახერხებთ, თუმცა არც დილით გახედავს საათს მრავალმნიშვნელოვნად, თუკი სამსახურში რამდენიმე წუთი დააგვიანეთ. მისთვის გასაგებია, რომ შთაგონება მაინცდამაინც დილის 9 საათზე არ მოდის და საღამოს 6-ზე არ ქრება. ამიტომ გრაფიკებს დიდად არ დაგიდევთ: შესაძლოა დასვენების დღეებში მუშაობა მოგთხოვოთ და სამუშაო დღეს დეიდის დაკრძალვაზეც გაგიშვებთ, თუნდაც იცოდეს, რომ ამ დროს ფეხბურთის საყურებლად მიდიხართ. უფრო მეტიც შეგიძლიათ არც მოკლათ ეს თქვენი არარსებული დეიდა და გულწრფელად მოახსენოთ მიზეზი. აუცილებლად გაგიგებთ.

ის ყველაფერში გაგებით მოგეკიდებათ, თუმცა თუ საქმეს სჭირდება პირადი ცხოვრების დავიწყებას მოგთხოვთ. მახსენდება ერთი ჩემი ნაცნობი ვერძი, რომელმაც ორგანიზაციაში სერიოზული კრიზისის აღმოსაფხვრელად სადღეღამისო მორიგეობის დაწესება მოითხოვა, მაშინ, როდესაც მის მოადგილეს ქორწილი ჰქონდა დანიშნული, ყვავილები და რესტორანი შეკვეთილი და 300 კაცი დაპატიჟებული, სრულიად სერიოზულად მოსთხოვა ქორწილის გადადება, თანაც საქორწილო შვებულებაზეც უარი სტკიცა. იგი აღშფოთებული გახლდათ: "როგორ, როდესაც ფირმას უჭირს, ეგ მუშაობის ნაცვლად სასეირნოდ წაბრძანდეს? ჩემს ქორწილსაც დაუფიქრებლად გადავდებდი. თუ თანამშრომლის პირადი ცხოვრება სამსახურზე მაღლა დგას, კაპიკია მისი ფასი".

სამაგიეროდ, თუკი თქვენს ორგანიზაციას კატასტროფის საფრთხე ემუქრება, სამუშაოს სხვაგან ძებნას ნუ იჩქარებთ, თქვენმა ვერძმა უფროსმა ყველაზე კარგად იცის, როგორ გამოძვრეს კრიზისული სიტუაციიდან და როგორ წამოდგეს ფეხზე ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც დაეცემა.

ვერძ უფროსს სიძუნწეს ნამდვილად ვერ დასწამებ. იგი დღესასწაულებზე თანამშრომლებს გულუხვად ასაჩუქრებს. შესაძლოა ისეთი ნივთიც კი მიიღოთ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით, ან ამ ნივთის შესაძენი სოლიდური პრემიაც.

კომპლიმენტებს რაც შეეხება, მლიქვნელობა მას არ უყვარს, მაგრამ აუცილებლად უნდა გრძნობდეს, რომ პატივს სცემთ. მიუხედავად მისი უსაზღვრო თავდაჯერებულობისა, ძალიან სურთ ყველას მოსწონდეს - ოჯახის წევრებიდან დაწყებული, ქუჩაში გამვლელებით დამთავრებული. ხალხის კეთილგანწყობა მათ ჰაერივით სჭირდებათ, თუმცა ამას დიდად არ იმჩნევენ. ამიტომ აუცილებელიც კია დროდადრო დაანახოთ, რომ ძალიან აფასებთ მას როგორც ადამიანს და როგორც უფროსს, თანაც ეს გულწრფელად უნდა გააკეთოთ, თორემ სიყალბეს ვერძი ვერ აიტანს.

ვერძი უფროსს დონდლო და აპათიური ხალხი არ უყვარს, უყურადღებოდა არ დატოვებს თქვენს არცერთ იდეას. დიდი ინტერესით მოისმენს თქვენს შეხედულებებსა და ინიციატივებსაც სიხარულით შეხვდება. ამას დაგიფასებთ კიდეც, მაგრამ ეცადეთ არ გადაამლაშოთ, უფროსი მაინც ის არის და თქვენ თქვენი ადგილი უნდა იცოდეთ.

მიუხედავად ფიცხი ხასიათისა და დროდადრო არაადეკვატური აგრესიის გამომჟღავნებისა, მას ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. სიკეთეს ბევრ სხვა უფროსზე მეტად დაგიფასებთ, არასოდეს დაგისვამთ ზედმეტ კითხვებს, არ დაინტერესდება, რატომ წამოხვედით წინა სამსახურიდან, როგორი წარსული გაქვთ, რას ამბობენ თქვენზე სხვები, ურჩევნია წარმოდგენა თავად შეიქმნას თქვენზე. მოკლედ, მისი ენერგიულობით, სიალალითა და გამბედაობით თუკი აღფრთოვანდებით, იქნებით ენთუზიაზმითა და სიცოცხლით სავსე, გეყოფათ დიპლომატია და უმნიშვნელო საკითხებზე კონფლიქტებს თავიდან აირიდებთ, მის მიერ სიჩქარეში დაშვებულ შეცდომებს ტაქტიანად გაასწორებთ, თქვენს ბედს ძაღლი აღარ დაჰყეფს. ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი გახდებით, თქვენს უფროსთანაც იმეგობრებთ და მთელი ცხოვრება ერთადაც შეიძლება იმუშაოთ.

კურო ბოსი

თქვენი უფროსი სასიამოვნო, ბუნჩულა და გულისხმიერ ადამიანად მიგაჩნიათ, რომელიც არასოდეს წუწუნებს, ყველაფერს გიგებთ, არასოდეს იძლევა შენიშვნებს და მითუმეტეს, არასოდეს ყვირის? მადლობა ღმერთს, რომ სანამ მას ბოლომდე გაიცნობდეთ, ამ ყველაფრის წაკითხვას და გათვალისწინებას მოახერხებთ. კუროა, ძალიან თავშეკავებული ადამიანია, მაგრამ მის მოთმინებას საზღვარი გააჩნია. შესაძლოა თქვენ ის წყნარ, მშვიდ, სასაცილო და მოუქნელ სრულიად უვნებელ დათუნიას გაგონებთ, მაგრამ კარგად გაიხსენეთ ზღაპრის დათუნიების, განსაკუთრებით ის სამი დათუნია, ერთმა გოგონამ რომ მათი სკამების, საჭმლისა და საწოლების ხელყოფა გაბედა. გოგონამ ტრაგიკული ფინალიდან გაქცევა მოახერხა, მაგრამ რა გარანტია გაქვთ, რომ ასე გაგიმართლებთ? წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს