ავტორი:

"ნინო წილოსანი იღებს სიფრთხილის ზომებს“ - ნახეთ ვიდეო, რომელშიც წილოსანი დეკანოიძეს წყლის ბოთლს ართმევს და ისვრის

"ნინო წილოსანი იღებს სიფრთხილის ზომებს“ - ნახეთ ვიდეო, რომელშიც წილოსანი დეკანოიძეს წყლის ბოთლს ართმევს და ისვრის

"ნინო წილოსანი იღებს სიფრთხილის ზომებს“, - ამ სათაურით აქვეყნებს პარლამენტარი ბაია კვიციანი ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ სასესიო დარბაზში შესულ ხატია დეკანოიძეს ნინო წილოსანი ხელიდან წყლის ბოთლს ართმევს და ისვრის... ვიდეო გადაღებულია 12 ივლისს, როდესაც სხდომათა დარბაზში მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მათი გაღიზიანება პარლამენტის შენობაში შესასვლელად რამდენიმე ჟურნალისტისთვის საშვის დაშვებაზე უარის თქმამ გამოიწვია.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლაც. ერთმანეთ ოპოზიციის და სახელისუფლო პარტიის დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

ნინო შუბლაძე დაქორწინდა - ვინ არის ჟურნალისტის რჩეული შსს-ს ექსმაღალჩინოსანი?

"ალისა საოცრებათა ქვეყანაში" - რა ღირს და რომელ მოდის სახლს ეკუთვნის ანუკი არეშიძის ჩანთა, რომელსაც კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ დიდი გამოხმაურება მოჰყვა?

გურამ ლომიძის 3 ქორწინება, ნარკოტიკები და შვილი, რომელიც წლებია არ უნახავს - "ფლირტმა შეიწირა ჩვენი ოჯახი, დარწმუნებული იყო, რომ ვუღალატე, არადა, არ მიღალატია"