ავტორი:

დაძაბულობა აფხაზეთში და "ნაკურთხი ცა რაულ ხაჯიმბასთვის" - "ვცხოვრობთ ცირკში მხიარულად, სადაც სანახაობა ყველა სეზონზე გვაქვს"

დაძაბულობა აფხაზეთში და "ნაკურთხი ცა რაულ ხაჯიმბასთვის" - "ვცხოვრობთ ცირკში მხიარულად, სადაც სანახაობა ყველა სეზონზე გვაქვს"

აფხაზეთში მეორე ტურის შედეგებით გამოწვეული დაძაბულობა ისევ გრძელდება. მას შემდეგ, რაც ე.წ. პროკურატურაში ოპოზიციის მიერ "ცესკოს" შედეგების განხილვა გადაიდო, "საპრეზიდენტო არჩევნებში" მეორე ტურში გასული ალხას კვიცინიას მომხრეები კიდევ უფრო გაღიზიანდნენ, რადგან ჩათვალეს, რომ "ხელისუფლებას" ასეთი ქმედებით საპროტესტო მუხტის ჩაქრობა სურს... ისინი "ცესკოს" მიერ გამოცხადებული ხაჯიმბას შედეგების უკანონოდ გამოცხადებას ითხოვენ.

აფხაზური მედიის ცნიბით, ალხას კვიციანს რაულ ხაჯიმბამ პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა, რასაც თავადაც ადასტურებს, თუმცა "პრეზიდენტის" შეთავაზებაზე უარს ამბობს.

"მე მას კატეგორიული უარი ვუთხარი და ამის მიზეზიც მაქვს... მასთან შეხვედრას მხოლოდ იმიტომ დავთანმხდი, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი დაგვეძლია, რადგან დაძაბულობა ყოველდღიურად მატულობს..." - განაცხადა მან.

ამის მიუხედავად, აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი ვერ ხაჯიმბასა და მისი ოპონენტის შეხვედრამ განმუხტა და ვერც აფხაზი სასულიერო პირების მიერ ვერტმფრენიდან გადმოღვრილმა ნაკურთმა წყალმა...

პრორუსული განწყობებით ცნობილი ადგილობრივი ეკლესიის მმართველის მოვალეობის შემსრულებლის ბესარიონ აპლიას თქმით, სასულიერო პირებთან ერთად გადაწყვიტეს, რომ მთელს აფხაზეთში ნაკურთხი წყალი მოეფრქვიათ და იმავდროულად ლოცვები წაეკითხათ. აპლია და მისი ფრთა მხარს რუსეთის ფავორიტს რაულ ხაჯიმბას უჭერენ.

შესაბამისად, საზოგადოების ნაწილმა მის ინციატივას, რომ "ქვეყანაში მშვიდობა სუფევდეს" რუსეთის საამებლად გადადგმული ნაბიჯიც და ტრაგი-კომედიაც კი უწოდა.

"19 სექტემბერს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერმფრენით აფხაზეთის რვა ქალაქის – სოხუმის, ბიჭვინთის, ოჩამჩირის ილორიდან, ასევე მოქვიდან, ახალი ათონიდან, ბედიიდან, კამანიდან და ლიხნის ტაძრებიდან ნაკურთხი წყალი, სულ 12 ლიტრი მოიტანეს და აფხაზეთის ცას გადმოასხეს" – წერს ekhokavkaza.com.

აფხაზები სოციალურ ქსელში ირონიით წერენ, რომ "აპლია და მისი ხელდასმული სასულიერო პირები, ხაჯიმბასა და საკუთარი კეთილდღეობისთვის ერთიანი ძალისხმევით ლოცულობენ".

"თავის მხრივ, ასევე გულმოდგინედ ლოცულობენ დოროთეი დბარის მხარდამჭერები, რომლებიც მხარდაჭერას კვიცინიას უცხადებენ. თუმცა, აფხაზეთის ცის კურთხევაზე თავს იკავებენ... ჰოდა ვცხოვრობთ ცირკში მხიარულად, სადაც პური ჯერ კიდევ დაგვრჩა ცოტა, რადგან ტურისტული სეზონი ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, სანახაობა ყველა სეზონზე გვაქვს..." – წერს მარია სალია.

იმავდროულად აფხაზური საზოგადოება აღაშფოთა რუსული მედიის მხრიდან "საპრეზიდენტო არჩევნების" გაშუქების ტონმა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ რეალობის განცდა დაკარგული აქვთ.

"რუსული მედია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს შეგნებულად ამახინჯებდა და ამას ძალიან დამამცირებელი ტონით აკეთებდა. მით უფრო, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ინტერნეტში ქილიკის საგანი ხდება... არაერთხელ გადავაწყდი ასეთ "კეთილ რჩევას" – მხარეებს შეუძლიათ ევროპულ სასამართლოს მიმართონ, თუმცა გამახსენდა, საქართველოს გარეშე ვერ იზამენ... რომ დაუბრუნდენ საქართველოს და ჩვენც დაგვასვენონ არ შეიძლება? – წერდა ერთ-ერთი ბლოგერი თავის პოსტსზე, რაც სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის შვილისთვის, მიუღებელია" - წერს “ლაშა სოხუმსკი.

მოგვიანებით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებამ რამდენიმე გამოცემას, მათ შორის Эхо Москвы-ის, რომელიც ინტენსიურად აშუქებს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს და სარკაზმს არ იშურებს, მოუწოდებს "ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ უფრო თავშეკავებული და სამართლიანი" იყოს.

"არსად წავალო, ბატონმა ხაჯიმბამ, მით უფრო არ გავიქცევიო... აბა რა, გაგაცილებენ" - არეულობა აფხაზეთში და ადგილობრივების გამოხმაურება

მომიტინგეები სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

აქცია სოხუმში - მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ