ავტორი:

როგორ გამოვიყენოთ საკრედიტო ბარათი ეფექტურად და მინიმალური დანახარჯით

როგორ გამოვიყენოთ საკრედიტო ბარათი ეფექტურად და მინიმალური დანახარჯით

საკრედიტო ბარათი მთელ მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოშიც მეტად პოპულარული საბანკო პროდუქტია. ეს არის სამომხმარებლო სესხის თანამედროვე ვარიანტი, რომელსაც საზღვარგარეთ აქტიურად გამოიყენებენ საყიდლებისთვის. რეალურად, სწორედ ესაა საკრედიტო ბარათის დანიშნულება, თუმცა მას საქართველოში ხშირად თანხის განაღდებისთვისაც იყენებენ. მნიშვნელოვანია, მომხმარებლებმა გაითვალისწინონ, რომ საკრედიტო ბარათის ტერმინალებზე გადახდის შემთხვევაში, მისი მოხმარების ხარჯი და საპროცენტო განაკვეთი ბევრად დაბალია, ვიდრე განაღდების შემთხვევაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თითქმის ყველა საკრედიტო ბარათს გარკვეული შეღავათები და დაგროვებითი სისტემები აქვს, რაც ერთი მხრივ, ხელს უწყობს მის უნაღდო ანგარიშსწორებისთვის გამოყენებას და მეორე მხრივ, მომხმარებელს მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

„ვითიბი ბანკი“ გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც საკრედიტო ბარათის გონივრულად და ეფექტურად გამოყენებაში დაგეხმარებათ.

  • საკრედიტო ბარათებს განსაზღვრული საშეღავათო პერიოდი აქვს. ეს არის დაანგარიშების თარიღებს შორის გარკვეული პერიოდი. იმ შემთხვევაში, თუ დაანგარიშების თარიღამდე დავალიანება სრულად დაფარეთ, კრედიტზე პროცენტი არ დაგერიცხებათ. ბარათების უმეტესობას 55 დღიანი საშეღავათო პერიოდი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პერიოდი არ გამოგრჩეთ და თანხა სრულად დაფაროთ. შემდეგ შეგიძლიათ ის ხელახალა დახარჯოთ და საშეღავათო პერიოდის ათვლაც თავიდან დაიწყება. ასე რომ თქვენ გამოიყენებთ კრედიტს ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე.
  • ყოველთვის აკონტროლეთ და არ აგერიოთ ერთმანეთში დაანგარიშების და გადახდის თარიღი. დაანგარიშების თარიღი, რომელიც თვის წინასწარ განსაზღვრული რიცხვია, ყველა მომხმარებლისთვის ინდივიდუალურია. ამ დღეს ხდება დარიცხული პროცენტის, მინიმალური გადასახადისა და სრული დავალიანების დაანგარიშება. სწორედ ამიტომ უნდა ეცადოთ დაანგარიშების დღეს მინიმალური დავალიანება გქონდეთ. დაანგარიშების დღიდან 25-ე დღესკი გადახდის თარიღი ქვია. დავალიანება სწორედ ამ დღემდე უნდა დაიფაროს.
  • როგორც ნებისმიერი სესხის შემთხვევაში, საკრედიტო ბართის აღების დროსაც გაეცანით სხვადასხვა შეთავაზებას და აირჩიეთ ის, რომელსაც დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს. დღეს ქართულ ბაზარზე არსებული საკრედიტო ბარათების საშუალო წლიური საპროცენტი განაკვეთი 26-30%-ია. ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი კი ვითიბი ბანკის V Card-ს აქვს და ის 16,9%-ია (ეფექტური 19,7%).
  • საკრედიტო ბარათის მთავარი დანიშნულება საყიდლებისთვის გამოყენებაა. დამატებითი ხარჯებისგან თავის დასაცავად ნუ გამოიყენებთ მას თანხის გასანაღდებლად. მეორე მხრივ კი, აირჩიეთ ისეთი ბარათი რომელსაც ტერმინალებზე გატარების დროს ყველაზე კარგი საბონუსე სისტემა აქვს. ამ მხრივ ინოვაციურია V Card, რომელმაც მომხმარებელს არა ქულების დაგროვებითი სისტემაშესთავაზა, არამედ პირდაპირ თანხის დაგროვება. V Card-ის, ნებისმიერი ბანკის პოსტერმინალზეგატარებისდროსმომხმარებელსდახარჯულითანხის 1% საბონუსე ანგარიშზე უბრუნდება და მისი გამოყენება ნებისმიერი დანიშნულებითაა შესაძლებელი. შეუძლია გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და ან თუნდაც, გაანაღდოს. თუ კარგად დაფიქრდებით, საკრედიტო ბარათის ბევრად უფროეფექტურადგ ამოყენება შეგიძლიათ, ვიდრე მისი მხოლოდ ფინანსური კრიზის დროს გამოყენებაა. თუ თქვენ რეგულარულად გადაიხდით ტერმინალებში ვითიბი ბანკის V Card-ით და საშეღავათო პერიოდის გასვლამდე მას გაანულებთ, არც საკომოისიოს გადახდა მოგიწევთ და არც პროცენტის. სანაცვლოდ დაგერიცხებათ ბონუს თანხა, რომელსაც სურვილისამებრ გამოიყენებთ.
  • დღეს მოულოდნელი ხარჯებისგან არავინაა დაზღვეული, ამიტომ ჩვენს ცხოვრებაში საკრედიტო ბარათი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისი ქონის შემთხვევაში იმედიანად ხარ, რომ ნებისმიერი დაუგეგმავი ხარჯის დროს შეგიძლიათ ბარათზე არსებული თანხის გამოყენება. ხოლო იმ პერიოდში, როცა თანხა ათვისებული არაა, შესაბამისად პროცენტიც არ გერიცხებათ. მნიშნელოვანია, მაღალი საკრედიტო ლიმიტის ქონაც.ქართულ ბაზარზე საკრედიტო ბარათის მაქსიმალური ლიმიტი 20 000 ლარი იყო, V Card-მა კი მომხმარებელს 30 000 ლარიანი ლიმიტი შესთავაზა.

V Card -ის აღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს დადასტურებული შემოსავალი ხელფასის, იჯარის, დივიდენდის ან გზავნილის სახით. ამასთან ერთად თუ თქვენ გაქვთ 2019 წლამდე აღებული ნებისმიერი საკრედიტო ბარათი, მარტივად დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თქვენი ძველი ბარათი ბევრად მომგებიანი V Card -ით, ისარგებლოთ გაუმჯობესებული პირობებით, დააგროვოთ ბონუსად დაბრუნებული თანხა და გამოიყენოთ თქვენთვის სასურველ დროს.

Wolt-მა უკონტაქტო მიტანის ფუნქცია დაამატა

ნახევარფაბრიკატები, რომლებიც მარხვის პერიოდში გემრიელად კვებაში დაგეხმარებათ

8 ძლიერი ქალის ამბავი, რომლებმაც ბევრი ქალბატონი საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნეს - "ლუტეციას" კამპანია "გაუზიარე ემოცია" დასრულდა