ავტორი:

მეგანმა საუკეთესო მეგობრის ქორწილისთვის 5 ფუნტად ღირებული საყურე ითხოვა და 9 ათას ფუნტიან კაბას შეუხამა

მეგანმა საუკეთესო მეგობრის ქორწილისთვის 5 ფუნტად ღირებული საყურე ითხოვა და 9 ათას ფუნტიან კაბას შეუხამა

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია პარასკევს რომში უახლოესი მეგობრის ქორწილში იმყოფებოდნენ. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, მიშა ნონუს ჯვრისწერაზე მეგანს „ვალენტინოს“ 9 ათას ფუნტად ღირებული კაბა ეცვა, თუმცა კაბის ფასზე მეტად ჟურნალისტები და ინტერნეტმომხმარებლები ჰერცოგინიას საყურემ გააოგნა - მეგანმა კაბას 5 ფუნტად ღირებული სამკაული შეუხამა.

საყურე მარკლის ერთ-ერთმა მეგობარმა ოთხი წლის წინ ძველი სამკაულის მაღაზიაში შეიძინა და ქორწილისთვის ჰერცოგინიას ათხოვა.

„მეგანს საყურე ძალიან მოსწონდა და მიშა ნონუს ქორწილის კაბა არაჩვეულებრივად შეუხამა სამკაულს,“ - ამბობს „დეილი მეილის“ წყარო.

მეგანი და ჰარი შვილთან, არჩისთან ერთად დღეს სამხრეთ აფრიკაში ჩაფრინდებიან, ისინი აფრიკის ოფიციალურ ტურს იწყებენ. ცოლსა და შვილს ჰარი კეიპტაუნში დატოვებს, თავად კი ბოტსვანაში, ანგოლასა და მალავიში გაემგზავრება.

მეგანი კი საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც აივ-ინფექციით დაავადებულ დედებს ეხმარება, არჩის ტანსაცმელს და წიგნებს გადასცემს.

რა წერილი დატოვა თავდამსხმელმა, რომელმაც გერმანიის ბარში 9 ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა

ავსტრალიაში, ჰაერში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა

ვინ არის 31 წლის ყოფილი მოდელი, რომელსაც ტრამპზე გავლენა აქვს - თეთრი სახლის ლამაზმანის პოლიტიკური და სასიყვარულო ვნებები