ავტორი:

კაცი წყალქვეშ ხელის თხოვნის დროს დაიხრჩო - "არ შემიძლია სუნთქვის შეკავება იმდენი ხნით, რომ გითხრა ყველაფერი, რაც შენში მიყვარს"

კაცი წყალქვეშ ხელის თხოვნის დროს დაიხრჩო - "არ შემიძლია სუნთქვის შეკავება იმდენი ხნით, რომ გითხრა ყველაფერი, რაც შენში მიყვარს"

სტივენ ვებერმა გადაწყვიტა, საყვარელი ქალისთვის ხელი ტანზანიაში, წყალქვეშ ეთხოვა, თუმცა ყველაფერი ფატალურად დასრულდა. Foxnews-ის ინფორმაციით, კენეშა ანტოინმა საქმროს გარდაცვალება „ფეისბუქზე“ დაადასტურა.

„არ არსებობს სიტყვები, რომლითაც გადმოვცემ, როგორი არაჩვეულებრივი იყო სტივენ ვებერი. შენ იყავი კეთილი, ცრემლებამდე მაცინებდი ხოლმე და მაჩუქე სიყვარული, როგორიც მანამდე არასოდეს მქონია,“ - წერს ანტოინი.

მან სოციალურ ქსელში ვიდეოც გააზიარა, სადაც ვებერი წყალქვეშ ჩანს, ხელში წერილით, რომელზეც წერია :

„არ შემიძლია სუნთქვის შეკავება იმდენი ხნით, რომ გითხრა ყველაფერი, რაც შენში მიყვარს. მაგრამ... ყველაფერი შენში ყოველ დღე სულ უფრო მეტად მიყვარს“.

ვიდეოში ჩანს, რომ ანტოინი წყალქვეშ არის, ოთახში, ვებერი კი შუშის მიღმა ჩანს წერილით.

სტივენმა ქაღალდი ამოაბრუნა და საცოლემ მისი თხოვნა წაიკითხა :

„გამომყვები ცოლად?“

„ვეღარასოდეს ამოყვინთავ ასეთი სიღრმიდან და ვერასოდეს გაიგებ ჩემს პასუხს - დიახ! დიახ! მილიონჯერ დიახ, თანახმა ვარ შენზე დავქორწინდე,“ - წერს „ფეისბუქზე“ ანტოინი.

ვებერის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი, ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის.

"ვილი აქ ცხოვრობს, ურთიერთობს ადამიანებთან ეზოში, ქუჩაში. მანქანით მომსახურებაზეც უარი თქვა" - რას ამბობს ლევან კობიაშვილი ნაკრების ახალ მწვრთნელზე

"80 წლის ქალმა ჩვენთვის გაამზადა საფირმო ღომი და კიდევ ბევრი რამ" - კოვიდით ინფიცირებულ ახალგაზრდაზე მეზობლის მზრუნველობისა და სიკეთის ამბავი

"უცხო ქვეყანაში დატოვეს უფულოდ, ორსულ ცოლთან, ბინის ქირისა და ლუკმა-პურის გარეშე" - უკრაინელმა ლეგიონერმა "ტორპედოს" ფიფაში დავა მოუგო