ავტორი:

"80 წლის ქალმა ჩვენთვის გაამზადა საფირმო ღომი და კიდევ ბევრი რამ" - კოვიდით ინფიცირებულ ახალგაზრდაზე მეზობლის მზრუნველობისა და სიკეთის ამბავი

"80 წლის ქალმა ჩვენთვის გაამზადა საფირმო ღომი და კიდევ ბევრი რამ" - კოვიდით ინფიცირებულ ახალგაზრდაზე მეზობლის მზრუნველობისა და სიკეთის ამბავი

ჟურნალისტი თამარ იაკობაშვილი ადამიანური სიკეთის შესახებ თავს გადახდენილ ამბავს გვიამბობს და შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

"დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩემს ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა. სახლში მარტო მე და ის ვართ. კარის მეზობელი გვყავს, 80 წლის ქალი. როცა კარგი ამინდია, კარები სულ ღია აქვს ხოლმე და მთელი დღეა მესმის, როგორ გადის და გამოდის ოთახში, ჭურჭელს ახმაურებს და შემწვარი ქათმის სუნია ისეთი, შეიძლება მეზობელ კორპუსებშიც გრძნობენ.

ამ ქალმა ჩვენთვის გაამზადა თავისი საფირმო ღომი და კიდევ ბევრი რამ, დააკაკუნა და კართან დაგვიტოვა. ოთახიდან ბოდიში მომიხადა, ვერ გაქცევთ სათანადო ყურადღებასო.

80 წლისაა, რისკის ჯგუფს წარმოადგენს და მაინც გადაწყვიტა, რაღაცები გაემზადებინა. არ არსებობს ჩემთვის ამაზე უკეთესი საჩუქარი. ჩემი ძმა რამდენიმე დღეში დაასრულებს გვიანობამდე ძილს, ჯოკერის და სხვა ათასგვარი თამაშის ვირტუალურად თამაშს, მაგრამ ზოია სულ იქნება ჩემთვის მაგალითი, როგორ შეიძლება იზრუნო შენთვის უცხო ადამიანებზე, თან მაშინ, როცა თავადაც რისკის ქვეშ ხარ" - წერს თამარ იაკობაშვილი.

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი თამაზ ჯაფარიძე გარდაიცვალა

ანა დოლიძის 3 თვის ულამაზესი გოგონა - პატარა კრავაის პირველი ფოტო მედიაში

დღეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევებს აძლევენ ზოდიაქოს ნიშნებს