ავტორი:

პირველად საქართველოში - "ბიბლია განმარტებებით" უკვე გამოიცა

პირველად საქართველოში - "ბიბლია განმარტებებით" უკვე გამოიცა

გამომცემლობა "პალიტრა L-ისა" და ჟურნალ "კარიბჭის" თანამშრომლობით მომზადებული პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" პირველი ტომი უკვე გამოვიდა. მისი შეძენა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად უკვე შესაძლებელია.

"ბიბლია განმარტებებით" საქართველოში პირველად გამოიცა. პროექტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მომზადდა და განმარტებების ტექსტებზე თეოლოგები, თბილისის სასულიერო აკადემიის ბიბლიის კათედრის წარმომადგენლები, ფილოლოგები და სასულიერო პირები მუშაობდნენ.

ჟურნალ „კარიბჭის“ მთავარი რედაქტორის, თამარ მამაცაშვილის თქმით, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი პროექტის შინაარსს გაეცნო, ერთი სიტყვით შეაფასა და განაცხადა, რომ „შესანიშნავია".

ბიბლიის განმარტებები მკითხველისთვის გასაგები და გამარტივებული ენით დაიწერა და მთლიანად ეყრდნობა ბიბლიის შესახებ წმინდა მამათა კომენტარებს, ჩანაწერებს, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე არ იყო თარგმნილი ქართულ ენაზე.

ეს არის პროექტი, რომელიც მკითხველს წმინდა წერილის სწორად გააზრებაში დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ პროექტი თვეში ერთხელ გამოცემულ 15 წიგნს გააერთიანებს. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად - 15 ლარი.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა