ავტორი:

"მოკლული დედა პირველად შვილმა ნახა და პოლიციას შეატყობინა" - თელავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"მოკლული დედა პირველად შვილმა ნახა და პოლიციას შეატყობინა" - თელავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

თელავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, 48 წლის ნონა ლაზარიაშვილი მეუღლეს დიდი ხნის წინ დაშორდა. მათ სამი შვილი ჰყავთ. გაშორების შემდეგ ლაზარიაშვილი, წლების განმავლობაში, უფროს შვილთან ერთად დუბაიში ცხოვრობდა და მუშაობდა, ხოლო მისი ორი შვილი, ტყუპი გოგონა და ბიჭი ამ დროის მანძილზე თელავში ცხოვრობდნენ.

ლაზარიაშვილი და მისი შვილი მშობლიურ სახლში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. როგორც ცნობილია, მკვლელობამდე, მოკლულის ყოფილი მეუღლე რ.კ. თბილისიდან თელავში შვილების მოსანახულებლად ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, ყოფილ ცოლ-ქმარს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც მამაკაცმა იარაღით მოკლა ნონა ლაზარიაშვილი, შემდეგ კი თავში ისროლა.

როგორც AMBEBI.GE-ს გარდაცვლილის ნათესავი ნანა ლაზარიაშვილი უყვება, მოკლული დედა პირველად მისმა გოგონამ ნახა და პოლიციას შეატყობინა. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, გარდაცვლილის ახლობლებს ამაზე საუბარი უჭირთ, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულის მოტივი ეჭვიანობა გახდა

"მე როგორც ვიცი, ეხვეწებოდა შემირიგდიო, უყვარდა და მასთან ცხოვრება უნდოდა. ეს არ ურიგდებოდა. როგორც გავიგე, მოკლული დედა პირველად შვილმა ნახა და პოლიციას შეატყობინა. მეტი არაფერი ვიცი. ამ თემაზე საუბარი მიმძიმს..." - აცხადებს ჩვენთან საუბარში გარდაცვლილი ქალის ნათესავი ნანა ლაზარიაშვილი.

რაც შეეხება დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობას, ამ დროისთვის ის თელავის რაიონულ საავადმყოფოში იმყოფება. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ზურა საჩიშვილმა განუცხადა, მამაკაცს თავის არეში ჭრილობა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

"პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული თავის არეში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს", - განაცხადა ექიმმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ