ავტორი:

ახალი და ძველი სახეები "რუსთავი 2"-ის "სხვა შუადღეში"

ახალი და ძველი სახეები "რუსთავი 2"-ის "სხვა შუადღეში"

თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ტელეკომპანია "რუსთავი 2" განახლებული და გადაცემებით დატვირთული ბადით გავიდა ეთერში.

"სხვა შუადღე" ძველმა წამყვანებმა - გვანცა დარასელიამ და თიკა ფაცაციამ გახსნეს. როგორც ჩანს, არხი დატოვეს ბაია დვალიშვილმა და ნინო ხოშტარიამ.

"სხვა შუადღის" სხვადასხვა რუბრიკის წამყვანები იქნებიან: დოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი, რომელიც წლებია "რუსთავი 2"-ზე მუშაობს.

ტელეკომპანიიდან წასულებს არ გაჰყვა და "რუსთავი 2"-ში დარჩა მომღერალი ქრისტინე იმედაძე, რომელიც განახლებულ ეთერში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაზე ისაუბრებს.

შუადღის გადაცემაში კულინარიულ ბლოკს კვლავ ცნობილი შეფ-მზარეული მერიკო გუბელაძე წარუძღვება.

ძველი გუნდიდან გადაცემაში დარჩა მსახიობი აჩიკო სოლოღაშვილიც, რომელიც იაპონიიდან ჩაერთო პირდაპირ ეთერში გადაცემაში და თანაწამყვანები იქედან მოიკითხა.

"რუსთავი 2"-ის "სხვა შუადღის" გუნდს შეუერთდა რამდენიმე ახალი სახე. მათ შორისაა - ქეთა გაბუნია, ცნობილი სამოქალაქო აქტივისტი და ასევე ცნობილი ღამის კლუბის მენეჯერი. ქეთა წაიყვანს რუბრიკას ცხოველებზე.

"სხვა შუადღის" სამედიცინო რუბრიკას რეაბილიტოლოგი თეა ადამია გაუძღვება. "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი ძველი თანამშრომელი, ექსტრემალი ნიკა ლებანიძე კი მოგზაურობის რუბრიკას ჩაიბარებს.

"რუსთავი 2"-ზე გამოჩნდება სოფო ნარჩემაშვილი, რომელიც სტაჟიანი ტელეწამყვანია და წლების მანძილზე "იმედზე" "დღის შოუს" წამყვანი იყო. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ის უკვე "რუსთავი 2"-ის ეთერში „სხვა შუადღეში“ დაბრუნდა და გვანცა დარასელიასა და თიკა ფაცაციასთან ერთად წაიყვანს გადაცემას.

ცვლილებებია "დილა მშვიდობისა საქართველოს" გუნდშიც. "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემაში წამყვანებად ანი გიუნტერს, გიორგი ქორქიას და ზურა გორგაძეს ვიხილავთ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ