ავტორი:

რა დეტალები ხდება ცნობილი კორონავირუსით გარდაცვლილ ერთ-ერთ პაციენტზე

რა დეტალები ხდება ცნობილი კორონავირუსით გარდაცვლილ ერთ-ერთ პაციენტზე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 50-ე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

90 წლის მამაკაცი კლინიკაში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 22 სექტემბერს მოათავსეს.

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს სხვა თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

"1 პაციენტი 90 წლის კაცი გარდაიცვალა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 22.09.2020 შეიყვანა.

დიაგნოზით COVID - 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტი.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: პარკინსონის დაავადება.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 03.10.2020", - განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

რა თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ კორონავირუსით გარდაცვლილებს - დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევა

კომპანია "ჯი-თი მოტორსი“ ტვ პირველის ტყუილს პასუხობს

"ოქროს ბირჟა" მუშაობას აჩერებს - 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა