ავტორი:

ჭიათურის მერიის თანამშრომელი იმ დროს დააკავეს, როდესაც საკუთარი მანქანით ნარკოტიკი გადაჰქონდა

ჭიათურის მერიის თანამშრომელი იმ დროს დააკავეს, როდესაც საკუთარი მანქანით ნარკოტიკი გადაჰქონდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დ.ბ. დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება "მეტადონის" შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაკავებული არქიტექტურის სამსახურის უფროსი დავით ბრეგვაძეა. როგორც ჩვენთან საუბარში ჭიათურის მერი გივი მოდებაძე აცხადება, "ბრეგვაძე კარგი თანამშრომელი იყო და მასთან რამე შენიშვნა არ ჰქონია". მისივე თქმით, ფაქტის შესახებ დღეს გაიგო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

საქართველოში დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა - დარღვევა უკვე დასჯადია

"თავი ცნო დამნაშავედ და მოინანია" - ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება