ავტორი:

ახალი დეტალები ყიფშიძეზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ - საქმეში სამი პირი ფიგურირებდა, ერთი ქალია

ახალი დეტალები ყიფშიძეზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ - საქმეში სამი პირი ფიგურირებდა, ერთი ქალია

თვითმხილველების ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში სამი პირი ფიგურირებდა, რომელთა შორის ერთი ქალია.

როგორც ისინი აცხადებენ, ორი პირიდან ერთი ბარძაყის არეშია დაჭრილი, მეორეს კი ჭრილობები თავის და მუცლის არეში აღენიშნება.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ დაპირისპირების განეიტრალების მიზნით ჰაერში ერთი გასროლა განახორციელა.

როგორც მე-9 საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ფირცხალაიშვილმა განაცხადა, ორი მამაკაციდან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ის მუცლის არეში, ქვედა კიდურში და ზურგის არეშია დაჭრილი, თუმცა ექიმი ვერ აკონკრეტებს დაშავებულს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს თუ არა მიყენებული.

ამასთან, მისივე თქმით, დაშავებულს თავის არეში, კანქვეშ აქვს ჰემატომა, რაც ექიმის თქმით, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ჩარტყმამ გამოიწვია.

როგორც ექიმმა აღნიშნა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობა, სავარაუდოდ, არცერთი არ არის.

"ორი მამაკაცია შემოყვანილი. ერთს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად იმყოფება საოპერაციო ბლოკში. ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ცივი იარაღით არის თუ არა, ვერ გეტყვით. ამას ექსპერტიზა დაადგენს. ჭრილობა აქვს მუცლის არეში, ქვედა კიდურზე და ზურგის არეში. კანქვეშა ჰემატომა აქვს, რომელიც ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული", - განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გაწერენ.

"ზედაპირული ჭრილობა აქვს ქვედა კიდურის არეში, იმყოფება დაკვირვების ქვეშ და ალბათ, რამდენიმე საათში გაეწერება კლინიკიდან", - აღნიშნა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება, რის შედეგაც ორი ადამიანი დაჭრეს, ყიფშიძის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ოჯახური კონფლიქტის გამო ადგილზე მისული პატრული მამაკაცმა დაჭრა, შემდეგ კი მეშვიდე სართულიდან გადახტა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

"გადმოსული არიან სომხეთის რესპუბლიკიდან" - Covid-19-ით გარდაცვლილ 82 წლის მამაკაცს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება ჰქონდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ს განახლებული მონაცემები