ავტორი:

"გამგებელი ხომ არ ვარ, იქ მივიდე და ვიცხოვრო?" - რაზმაძეების ოჯახი "ლელოს" სახლის ჩუქებისთვის მადლობას უხდის, თუმცა სახლის გორის გამგეობასთან მიტანას "გაუგებარს" უწოდებს

"გამგებელი ხომ არ ვარ, იქ მივიდე და ვიცხოვრო?" - რაზმაძეების ოჯახი "ლელოს" სახლის ჩუქებისთვის მადლობას უხდის, თუმცა სახლის გორის გამგეობასთან მიტანას "გაუგებარს" უწოდებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ გუგუტიანთკარში მცხოვრები რაზმაძეების ოჯახისთვის საჩუქრად გადასაცემ სახლს დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მიიტანს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ლელოში“ განუცხადეს, „გამგეობას აცნობებენ, რომ სახლი მზად არის და ახლა საჭიროა მიწის ნაკვეთის გამოყოფა, სადაც მას დადგამენ“.

„რაზმაძეების ოჯახი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი არ აქვს. ჩვენ ვაცნობებთ გამგეობას, რომ სახლი მიგვაქვს, გამოყონ მიწა და სადაც გვეტყვიან, მშენებლები მივლენ და იქ დადგამენ“, - განაცხადეს „ლელოში“.

თავის მხრივ, რაზმაძეების ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ლევან რაზმაძე „ლელოს“ დახმარებისთვის მადლობას უხდის, თუმცა მეორე მხრივ, აღნიშნავს, რომ არ სურთ „პოლიტიკურ ამბებში ჩაითრიონ“.

„საერთოდ არ ვიცი, სად დგამენ იმ კოტეჯს. გუშინ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ დღეს გეგმავენ ჩამოსვლას, სხვა არაფერი ვიცი. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება, მაგრამ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ამ ყველაფერმა ისეთი სახე მიიღო, რომ რაღაც პოლიტიკურ ამბებში ჩაგვითრიონ, რისი არანაირი სურვილი არ გვაქვს და საერთოდ არ გვაინტერესებს ვინმეს პოლიტიკური ინტერესები. ჩვენ მიწის ნაკვეთი არ გვაქვს. რაც შეეხება გამგეობასთან კოტეჯის დადგმას, ეს მთლად გაუგებარია. გამგებელი ხომ არ ვარ, იქ მივიდე და ვიცხოვრო? კიდევ ერთხელ ვამბობ, მადლობელი ვარ ყურადღებისთვის, მაგრამ თუ სახლის ჩუქება უნდათ, ბოლოს და ბოლოს ჩვენი სახლის წინ დაგვიდგან გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, სადაც ამჟამად ვცხოვრობთ და მერე გამოვუძებნით ადგილს“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან" ლევან რაზმაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები