ავტორი:

ყველაზე მასშტაბური შემთხვევა ბოლო 50 წლის მანძილზე - ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოწყდა

ყველაზე მასშტაბური შემთხვევა ბოლო 50 წლის მანძილზე - ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოწყდა

ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აისბერგის ფართობი 1636 კვადრატული კილომეტრია.

მეცნიერების მტკიცებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი აისბერგია, რომელიც ყინულოვან კონტინენტს მოწყდა. ისინი აცხადებენ, რომ აისბერგს მუდმივი დაკვირვება სჭირდება, რათა გემებს ოკეანეში გადაადგილებისას საფრთხე არ შეუქმნას.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ანტარქტიდიდან აისბერგების მოწყვეტის რაოდენობა გაიზარდა, რასაც კლიმატურ ცვლილებასა და გლობალურ დათბობას უკავშირებენ.

მარსიდან შორტებამდე - ილონ მასკი წითელ შორტებს რეკორდულ ფასად ყიდის

იტალიის ალპებში თოვლი ვარდისფერი გახდა - რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევა გამოვლინდა