ავტორი:

იდეალური ქორწილი თბილისში - რომელია საუკეთესო ადგილი საქორწილო წვეულებისთვის?

იდეალური ქორწილი თბილისში - რომელია საუკეთესო ადგილი საქორწილო წვეულებისთვის?

ამბობენ, შემოდგომა საუკეთესო დროა ქორწილებისთვისო. მრავალფეროვანი და ლამაზი ფერებით დატვირთული სეზონი საუკეთესო განწყობას ქმნის ქორწილისთვის და წყვილების დიდი ნაწილიც სწორედ ამიტომ ამ მეტად განსაკუთრებულ დღეს სწორედ შემოდგომაზე გეგმავს.

რაც შეეხება თავად საქორწილო ცერემონიალს, ბოლო წლებში საქართველოში ის უფრო და უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური, თემატურად დატვირთული და საინტერესო ხდება. ამ ყველაფრის ორგანიზება კი მარტივი საქმე ნამდვილად არაა.სწორედ ამიტომ წყვილები ხშირად ირჩევენ ე.წ. „პაკეტურ შეთავაზებებს“. დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და გამორჩეული ქორწილის აღნიშვნა სასტუმრო „ბილტმორ თბილისშია“ შესაძლებელი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სერვისს, რაც ქორწილის განუყრელი ნაწილია.

„ბილტმორ თბილისის“ საქორწილო შეთავაზება მოიცავს:

სამეფო დარბაზი

თქვენი გემოვნებისა და ქორწილის მასშტაბურობის მიხედვით „ბილტმორ თბილისი“ რამდენიმე ლოკაციას გთავაზობთ. თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს „სამეფო დარბაზი“ თავისი შთამბეჭდავი დიზაინით, დიდი ჭაღებით, მაღალი ჭერითა და 500 კვ.მ სივრცით. თუკი თქვენი ქორწილისთვის სამეფო დარბაზს აირჩევთ, ეს დღე როგორც ნეფე-პატარძლისთვის, ასევე ყველა სტუმრისთვის გამორჩეული იქნება.

„ქორწილი ცაში“

თუ თქვენ შედარებით პატარა ქორწილს გეგმავთ, მაშინ ბარი და რესტორანიXemeსაუკეთესო ვარიანტია. ეს არის სასტუმროს 30/31–ე სართულზე მდებარე სივრცე 360 გრადუსიანი ხედებით, რაც ცაში ყოფნის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუკი გსურთ, რომ თქვენი ქორწილი არ გავდეს არცერთ სხვა ქორწილს, მაშინ Xeme „მაღლა ცაში“გელოდებათ.

მენიუ

სასტუმროს ჰყავს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე შეფმზარეული, რომელიც სტუმრებს მრავალფეროვანი მენიუთი ემსახურება და მათ ნებისმიერ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. მენიუ მართლაც ამოუწურავია.რადგან „ბილტმორ თბილისში“ ხშირად უცხოელი წყვილის ქორწილებსაც აღნიშნავენ, აქ ითვალისწინებენ ნებისმიერი ეროვნების განსაკუთრებულ მოთხოვნებს. მაგალითად, საქორწინო მენიუში თქვენ შეხვდებითკოშერ მენიუს (ებრაელებისთვის), არაბულ, ევროპულ და ქართულ მენიუს.

ხელის მოწერა

ქორწილის განსაკუთრებული ნაწილი ხელის მოწერის ცერემონიალია. ამ დაუვიწყარი მომენტისთვის „ბილტმორ თბილისის“ შიდა ღია ბაღი „აზურა“ საუკეთესო ადგილია. ეს არის ღია სივრცე ქალაქის ცენტრში, რომელიც მოწყვეტილია ქალაქის ხმაურსა და აურზაურს. სწორედ ამიტომაც წყვილები ამ მშვიდ და ლამაზ გარემოს ანიჭებენ უპირატესობას ხელის მოწერის ცერემონიალისთვის.

ფოტოსესია

ფოტო: daduphotography

„ბილტმორ თბილისში“ ეფექტური საქორწილო ფოტოსესიის მოწყობის შესაძლებლობაც გაქვთ. ბაღი „აზურა“, სასტუმროს ნომრები თუ სხვა სივრცეები მრავალფეროვანი ფოტოების გადაღების საშუალებასაც მოგცემთ. შესაბამისად, წყვილებს ლამაზი ფოტოების გადასაღებად ბევრი ფიქრი და სხვადასხვა ლოკაციის მოძებნა აღარ უწევთ.

წინასაქორწილო წვეულება

ფოტო: მარი ნაკანი

ბოლო პერიოდში ბევრი გოგონა აღნიშნავს წინასაქორწილო წვეულებას. ამ განსაკუთრებული საღამოს გატარება პატარძალსა და მის მეგობრებს შეუძლიათ როგორც „ბილტმორ თბილისის“ რომელიმე ნომერში ან რესტორანში, ისე სპა ცენტრში, რომელიც აერთიანებს სპა მასაჟის ოთახებს, აუზს, საუნას, ჯაკუზის - ყველაფერს, რაც გოგოებს ბედნიერებისა და განტვირთვის სჭირდებათ.

Honey Moon პაკეტი

ემოცურად დატვირთული ქორწილის შემდეგ წყვილს სჭირდებათ სივრცე, სადაც თავს განსაკუთრებულად იგრძნობს. სასტუმროს 214 თანამედროვე დიზაინის მქონე ნომერი აქვს, თუმცა მათგან ყველაზე მდიდრული და ქორწილისთვის შესაფერისი Grand Royal Suite-ია.

სტუმრების განთავსება

ქართველი თუ უცხოელი წყვილის ქორწილზე ჩამოსულ სტუმრებს თავის ტკივილი აღარ ექნებათ, თუ სად განთავსდნენ ქორწილის შემდეგ, რადგანაც მათ დატვირთული და ემოციური დღის შემდეგ „ბილტმორ თბილისის“ თანამედროვე და ელეგანტური ნომრები ელოდებათ.

„ბილტმორი თბილისი“ - საუკეთესო ადგილი ქორწილისთვის

ფოტო: IONA Photography

„ბილტმორ თბილისი“ ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, როდესაც საქმე ქორწილის ინდუსტრიაში განვითარებულ მოვლენებს ეხება. 5 დეკემბერს სასტუმრო საქორწინო პრემიის იტალიურ ანალოგს საქართველოში - Wedstar Awards უმასპინძლებს, სადაც დაჯილდოვებულნი იქნებიან ამ სფეროში მოღვაწე წამყვანი კომპანიები. დაჯილდოების ცერემონიალზე „ბილტმორ თბილისი“ ნომინირებულია, როგორც„Best City Hotel For A Wedding”.

წელს „ბილტმორ თბილისის“ ორგანიზებით სასტუმროს გრანდ როიალ დარბაზში საქორწილო ფესტივალიც გაიმართა. წყვილებისთვის საქორწილო სამზადისის სირთულის გასამარტივებლად საქართველოში არსებული თითქმის ყველა წამყვანი კომპანია იყო წარმოდგენილი, რომელიც საქორწილო ინდუსტრიაში წარმატებით მოღვაწეობს. ღონისძიებაზე მისულ მომავალ პატარძლებს კი საშუალება ჰქონდათ, თავიანთი ქორწილისთვის შეერჩიათ ყველა სასურველიდა საჭირო დეტალი.

ფოტო: მიხეილ პიტუაშვილი

როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის ეფექტური ეპილაციის ტიპი - რჩევები სპეციალისტისგან

„ბანკიდან რომ დარეკეს, მოვდივართ, თქვენთვის საჩუქარი გვაქვსო, ვიფიქრე, რაღაც შეეშალათ’ – ‘დაკარგული’ ფულის დაბრუნება

iPlus-მა ყველაზე მოთხოვნადი აქსესუარები, სწრაფი მიტანის სერვის - Glovo-ს აპლიკაციაში დაამატა