ავტორი:

"შინდისის" შემოქმედებითი ჯგუფი უჩა გუგუჩიას პასუხობს: "პრემიერას სამი გმირი დაესწრო, ერთი ვერ მოვიდა... სხვებზე ინფორმაცია არ გვქონია"

"შინდისის" შემოქმედებითი ჯგუფი უჩა გუგუჩიას პასუხობს: "პრემიერას სამი გმირი დაესწრო, ერთი ვერ მოვიდა... სხვებზე ინფორმაცია არ გვქონია"

მას შემდეგ რაც კინოთეატრებში მხატვრული ფილმი "შინდისის გმირები" გავიდა, სოციალურ ქსელში უჩა გუგუჩიას განცხადება გავრცელდა, რომელმაც ფილმის შემოქმედებითი გუნდი უყურადღებობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, შინდისის ბრძოლის ცოცხალი გმირია და ამის მიუხედავად ფილმის პრემიერაზე არ დაპატიჟეს.

"ძალიან გთხოვთ შინდისზე ნურაფერს მკითხავთ და მაგ ფილმზე არაფერი ვიცი, მე არ მიყურებია და რატომღაც არც პრემიერაზე მივუწვევივარ არავის. სამაგიეროდ, ისინი მიიწვიეს და პირველ რიგებში ისხდნენ, ვინც მაშინ, როცა შინდისში ბაგაბუგი მიდიოდა და ბოლო მასრის გასროლამდე ვიბრძოდი ჩემს გმირ ძმებთან ერთად, წითელ ხიდთან იდგნენ, ზოგი კი სად.... ეგ არაფერია, არ მწყენია, მე მაინც არასოდეს და ვერასოდეს ვუყურებ მაგ ფილმს, უბრალოდ, გამიხარდებოდა, ვინმეს გავხსენებოდი... თუმცა, მოვა დრო და მე შევახსენებ ბარეორს ჩემს თავს და დედებსაც მოუხსენიებ "ლოპ ნა ლოპ" და არა ზურგს უკან. მე კი მადლობას ვუხდი მსახიობებს და გადამღებ ჯგუფს. დანარჩენს შევხდები "ლოპ ნა ლოპ".

ზურგული არაფერი ვიცი მე. იმედია, ნორმალური გამოვიდოდა რამე. ყოველ შემთხვევაში, ასე მინდა. მეტყვიან ალბათ მეგობრები, ვინც უყურებს. მე არ მინდა, რეკლამასაც ვერ ვუყურე ბოლომდე... მოვარიდებ თავს. იბეჭდება წიგნი და სრულ ვერსიას აუცილებლად გაიგებს ყველა ფაქტებით და არგუმენტებით. დადგება ეს დღე მანამდე ვიზა თუ არ გამიხსნა მიქელამ, ვნახოთ, რა იქნება მანამდე... იმედია, დროზე ადრე არ გამიშვებენ გაღმა მარილზე, თუმცა ვიყავი უკვე მანდაც, უკვე იქაური ვარ ამათ ხელიდან, თუმცა არ დავრჩი, მკიდია მიქელა და მისი დამქაშები, მე მაინც მოვბრუნდი, მე უკვე მკვდარი ვარ, კაი ხნის მკვდარი, მე თქვენ დედები... ახლა არ მცხელა, არ მინდა ამ ეტაპზე თქვენი დანახვაც კი, მტრებო ჩემო მომარიდეთ თავი, ძალიან გთხოვთ... არ მინდა არაფერი, თქვენ იყავით გმირები და ყველაფერი, ოღონდაც ახლა არა ნამდვილად, მაგრად მინდა სიცოცხლე, ისე, როგორც არასდროს" - წერს უჩა გუგუჩია.

უჩა გუგუჩიას "შინდისის” შემოქმედებითი ჯგუფმა განცხადებით უპასუხა. მათ ინფორმაციით, ხუთივე გმირი, რომელიც შინდისის მოსახლეობამ გადაარჩინა, გადაღებულია დოკუმენტურ ფილმში. როგორც შემოქმედებითი ჯგუფი განმარტავს, მათგან სამი პრემიერასაც ესწრებოდა, ერთი გასულ წელს გარდაიცვალა, ერთი კი - საპატიო მიზეზის გამო ფილმის პრემიერაზე ვერ მივიდა. როგორც ამბობენ, სხვა გმირებზე შემოქმედებით ჯგუფს ინფორმაცია არ ჰქონია.

"შინდისი" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რეალურად განვითარებულ მოვლენებს ასახვს. ფილმი ფოკუსირებულია გმირულად დაღუპულ ჯარისკაცებზე, შინდისელებსა და მათ მიერ გადარჩენილ, ალყაში მოხვედრილ მებრძოლებზე. სცენარი ეყრდნობა გარდაცვლილი გმირების ოჯახების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, სოფელ შინდისის მოსახლეობისა და საპატრიარქოს მიერ გადმოყვანილი დაჭრილების ნაამბობს. "შინდისს" ორი სრუმლეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი უძღვოდა წინ.

სწორედ ეს დოკუმენტური მასალა დაედო საფუძვლად მხატვრული ფილმის სცენარს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ჩართული მხარე მოწვეული იყო ფილმის პრემიერაზე, მათ შორის მოსახლეობის მიერ გადარჩენილი, ალყაში მოქცეული, ხუთი მებრძოლიდან სამი პრემიერას დაესწრო, ერთი საპატიო მიზეზის გამო ვერ მოვიდა, ერთი მებრძოლი კი გასულ წელს გარდაიცვალა.

ხუთი მძიმედ დაჭრილი მეომარი, რომელიც სოფლის მოსახლეობამ საკუთარი სიცოცხლისა და რისკის ფასად გადაარჩინა, ყველანი გადაღებული გვყავს დიკუმენტურ ფილმებში, მათი და სოფლის მოსახლეობის მონათხრობის მიხედვით, ასევე გარდაცვლილი გმირების ოჯახების ნაამბობით, არც ჩვენ და არც მათ სხვა სამხედროებზე, მრავალი წლის განმავლობაში არავითარი ინფორმაცია არ გვქონია...

"შინდისის" პრემიერა სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს გაიმართა. ფილმი ეძღვნება "შინდისის გმირებსა" და საქართველოსთვის თავგანწირულ ყველა მეომარს. მიიღეთ ჩვენი პატივისცემა, ყველა მებრძოლს, ვინც სამშობლოს დასაცავად იბრძოდა, ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ და მადლიერი ვართ მათი ფასდაუდებელი ამაგის გამო! "შინდისი" თითოული თქვენგანისადმი მადლიერებისა და პატივისცემის სიმბოლო და ქართველი ჯარიკაცების გმირობისა და თავგანწირვის ძეგლია.

14 ოქტომბერს, 19:00 საათზე კი, ამირანში, ვეტერანთა კვირეულის ფარგლებში გაიმართება "შინდისის" სპეციალური ჩვენება, სხვადასხვა საომარ მოქმდებაში მონაწილე და დაჭრილი მებრძოლებისთვის. შესაბამისად ჩვენებას დაესწრება შინდისში გადარჩენილი ყველა მებრძოლი..." - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ჩიქოვანმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ პირებთან ერთად ე.წ. ტრესტის ისტორიული შენობის საკითხი განიხილა

თბილისის რომელ ქუჩებზეა შეზღუდლი ავტოტრანსპორტის მოძრაობა - რას აცხადებს შსს?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 337 ახალი შემთხვევაა - ბოლო დღე-ღამეში 10 ადამიანი გარდაიცვალა