ავტორი:

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

თანამედროვე ეპოქაში ნებისმიერი სახის პრეზენტაცია ვიზუალური ეფექტის გარეშე წარმოუდგენელია. თავის მხრივ, ეფექტიანი პრეზენტაცია კი, ხელს უწყობს საკითხის შესწავლას, მსმენელთა ჩართულობას და წარმოდგენილი ინფორმაციის ნათლად გაგებას.

არსებობს სტერეოტიპი, რომ ადამიანები საჯარო გამოსვლის უნარით იბადებიან, თუმცა სხვადასხვა კვლევა ამტკიცებს, რომ პრეზენტაციის უნარი შეძენილია და მას მუდმივი პრაქტიკა და დახვეწა სჭირდება.

ამასთან, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ პრეზენტაციის ორი ძირითადი ტიპი არსებობს, ინფორმაციული და დამარწმუნებელი. ამ უკანასკნელში კი, ვიზუალურ ეფექტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს .

წარმოგიდგენთ 10 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი პრეზენტაცია იყოს უფრო მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ეფექტიანი:

1. სრულფასოვანი პრეზენტაციისთვის სიღრმისეულად დაამუშავეთ თემა. შეგიძლიათ, ჩაატაროთ კვლევაც. ამასთან, მოხაზეთ ყველა ის ვიზუალური ელემენტი, რომელსაც გამოსვლისას გამოიყენებთ

2. შეეცადეთ, პრეზენტაციაში შეიტანოთ სახალისო ფაქტები, გამონათქვამები, ვიდეო და აშ. რომელსაც აუდიტორიას პროექტორის, მონიტორისა და პრეზენტერის გამოყენებით უჩვენებთ

3. თან იქონიეთ პრეზენტაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებთ. წინასწარ იცოდეთ, რა რის შემდეგ იქნება, რათა თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები

4. ნებისმიერი მოწყობილობა, ლეპტოპი, პროექტორი, ეკრანი, პრეზენტერი და სხვა. წინასწარ შეამოწმეთ მუშაობს თუ არა გამართულად, რათა ტექნიკური შეფერხება, თქვენთვის დამაბნეველი არ აღმოჩნდეს

5. მოემზადეთ საკითხის ირგვლივ გაჩენილი ყველა მოულოდნელი შეკითხვისთვის

6. ზეპირად შეისწავლეთ ინფორმაცია, რომელსაც წარმოადგენთ, რათა ძირითადი კონტაქტი აუდიტორიასთან გქონდეთ

7. ეცადეთ, თქვენი საუბარი იყოს უფრო მკაფიო და გასაგები. მსმენელებმა ზუტად უნდა გაიგონ, სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე წინადადება. შესაძლოა, პაუზის დროს, ვიზუალური მხარე მოიშველიოთ და აუდიტორიის ყურადღება ეკრანზე, კონკრეტულ სლაიდერზე გაამახვილოთ, რომელიც რა თქმა უნდა, პაუზამდე გაჟღერებული ფრაზის შესაბამისია

8. მოერიდეთ ხშირ გადაადგილებას, რათა თქვენმა მოძრაობამ მსმენელის ყურადღების გაფანტვა არ გამოიწვიოს

9. თუ პრეზენტაცია ხანგრძლივია, უჯობესია რამდენიმე ნაწილად გაყოთ. შესვენების შემდეგ გამოსვლა კი ვიზუალური ეფექტით, მონიტორზე ნაჩვენები ვიდეოთი ან სლაიდით დაიწყოთ. ეს იმისთვის, რომ აუდიტორიის ყურადღება თავიდანვე მიიპყროთ

10. პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი შესაძლოა იყოს შეჯამება, ან თუნდაც რიტორიკული კითხვა, რომელიც აუდიტორიას წარდგენილ პრეზენტაციაზე ფიქრს გააგრძელებინებს.

ნინი ქეთელაური

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ დავიცვათ საბანკო ბარათი თანხის თაღლითურად ჩამოჭრისგან - კიბერდანაშაული 100%-ით გაიზარდა