ავტორი:

ჰქონდა თუ არა კონსულტაციები მამუკა ხაძარაძეს  კვირიკაშვილთან და  ქობულიასთან - გაიცანით "ლელოს" ახალი 12 წევრი

ჰქონდა თუ არა კონსულტაციები მამუკა ხაძარაძეს  კვირიკაშვილთან და  ქობულიასთან - გაიცანით "ლელოს" ახალი 12 წევრი

მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან გიორგი ქობულიასთან კონსულტაციები არ ჰქონია.

"გიორგი ქობულიას ჰქონდა საშუალება რომ რაღაც გაეკეთებინა 1 წლის განმავლობაში. მე ვერ გავიგე ვერანაირი ხედვა და შესაბამისად, მისი პოზიცია მთავრობაში. ახლა რომ წამოვიდა და მერე რაღაც განცხადებებს აკეთებს, არ ვიცი, მისი საქმეა... ჩვენ მასთან კონსულტაცია არ გვაქვს.

გიორგი კვირიკაშვილთან არც ძველად და არც ახლა არ გვქონია არასდროს პოლიტიკურ თემებზე საუბარი. ამას ვსაუბრობ მთელი პასუხისმგებლობით. რომ მქონოდა, აუცილებლად ვიტყოდი, იმის გამო, რომ გიორგი კვირიკაშვილი სადაც იყო, ასრულებდა იმ საქმეს, რასაც ემსახურებოდა. ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილი ის ადამიანი არ არის, ერთდროულად ორ სკამზე მჯდარიყო", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, მან ჟურნალისტებთან ისაუბრა იმის შესახებ, თუ ვისთან არ აპირებს სამომავლოდ თანამშრომლობას.

"ჩვენ ვსაუბრობთ ყველასთან. გაერთიანება, თანამშრომლობა და საუბარი სხვადასხვა რაღაცაა. გაერთიანებაზე გითხარით, რომ ჩვენ მივდივართ დამოუკიდებლად. დღეს აბსოლუტურად ნაადრევია ამაზე საუბარი, თუმცა მკაფიოდ ვთქვი, ვისთან არ შეგვიძლია ჩვენ - ეს არის სააკაშვილი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. დანარჩენს ცხოვრება გვაჩვენებს. ჩვენ აქ გამარჯვებისთვის ვართ მოსული, კონკრეტული ქმედებისთვის და ქვეყნის ჭაობიდან გამოყვანისთვის", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა. „ლელოს“ ახალი წევრები არიან: 1. ქეთევან კრიალაშვილი - ეკონომისტი, 2. ალექსანდრე ფირცხალაიშვილი-იურისტი, 3. თეა ჭკუასელი-პიანისტი, 4.ირაკლი სუთიძე-მხატვარი, 5. ბესიკ ლიპარტელიანი-სპორტსმენი, 6. გია რაფავა-სპორტსმენი, 7. დავით ბეგიაშვილი-ბიზნესმენი, 8. თორნიკე შურღულაია- ანალიტიკოსი, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, 9. ხათუნა თავდგირიძე-მწერალი, 10. დავით გელაშვილი-სპორტსმენი, 11.აკაკი გელაშვილი-ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 12. გიორგი ოქროაშვილი-ფსიქოლოგი.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ 24 წევრი უკვე წარადგინა, მათ შორის არიან: ალექს ბოლქვაძე - ადვოკატი; ნიკა ჩერქეზიშვილი - პოეტი; ამირან ფაჩუაშვილი - ადვოკატი; თამარ შავგულიძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; ნია ჭაჭიაშვილი - მასწავლებელი; ბექა მიქაძე - ახალგაზრდა გამომგონებელი; ვახტანგ კონტრიძე - ახალგაზრდა გამომგონებელი; ქეთევან მატაბელი- მხატვარი, გრაფიკოსი, სცენოგრაფი; ნინო თელია - კონსტიტუციონალისტი; ვასილ ჭეიშვილი - ექიმი, მედიცინის დოქტორი; გიორგი წურწუმია - ჰიდროინჟინერი; თამაზ ბუთხუზი - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფოსი, პროფესორი; ლანა გალდავა- საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ლელოს" იურისტი; ლევან ბოძაშვილი- უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი; თეონა დოლენჯაშვილი- მწერალი; კახა კოჟორიძე- იურისტი; მედეა მეტრეველი-ფილოლოგი; გიგა გუგუშვილი-მხატვარი, პროფესორი; საბა ბუაძე - „სამოქალაქო მოძრაობის" წევრი; გიგლა მიქაუტაძე-ეკონომისტი; ქეთი ენუქიძე-ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი; ელენე მელიქიშვილი - საგარეო პოლიტიკის მკვლევარი; გია მორდეხაშვილი - ბიზნესმენი; დავით გელაშვილი- ეკონომისტი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები