ავტორი:

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

ამერიკელმა კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს უჩივლა და ოჯახის დანგრევაში დასდო ბრალი. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, მომჩივანმა კომპენსაციად 750 000 დოლარი მიიღო.

მოსამართლემ საქმე ჩრდილოეთ კაროლინელი კევინ ჰოვარდის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მასში მონაწილე მეორე მამაკაცი ჰოვარდისთვის ცოლის წართმევაში დამნაშავედ ცნო. შესაბამისი კანონი აშშ-ს რამდენიმე შტატში მოქმედებს.

„ის ჩემი ცოლის კოლეგა იყო. რამდენჯერმე ივახშმა ჩვენს სახლში, ერთად ვატარებდით დროს... მეგონა, მეგობარი იყო,“ - განაცხადა ჰოვარდმა.

მოგვიანებით, როდესაც ცოლმა განქორწინება სთხოვა, ჰოვარდს ეჭვები გაუჩნდა და პირადი გამომძიებელი დაიქირავა. მამაკაცი ამბობს, რომ ეს ფულისთვის არ გაუკეთებია, რადგან მისთვის ოჯახური სიწმინდე ძალიან მნიშვნელოვანია.

საქმე რომ მოეგო, მომჩივანს უნდა წარედგინა მტკიცებულებები, რომ წყვილი ცოლის „მეგობრის“ გამოჩენამდე ბედნიერად ცხოვრობდა.

ჰოვარდის თქმით, სწორედ მესამე პირის გამოჩენის შემდეგ წავიდა მათი ქორწინება დასასრულისკენ.

კანონი ძალიან ძველია და სათავეს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან იღებს, როდესაც ქალი პირად საკუთრებად განიხილებოდა. შტატების უმეტესობამ კანონი გააუქმა, თუმცა ის ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ჰავაიში, მისისიპიში, ნიუ-მექსიკოში, სამხრეთ დაკოტაში, იუტასა და ჩრდილოეთ კაროლინაში.

"უამრავი ჭორია მოსალოდნელი ამ პერიოდში" - რას უნდა უფრთხილდნენ ზოდიაქოს ნიშნები 20 ნოემბრამდე

12 ნოემბერს სავსემთვარეობაა, 26-ში ახალმთვარეობა - ნოემბრის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

მომდევნო 3 დღე, საქართველოში უნალექო ამინდი იქნება