ავტორი:

ის, რასაც შვილის მიმართ გრძნობენ მშობლები, სიყვარული იშვიათად არის - ფსიქოთერაპევტ ანდრეი მეტელსკის რჩევები ბავშვის სწორ აღზრდაზე

ის, რასაც შვილის მიმართ გრძნობენ მშობლები, სიყვარული იშვიათად არის - ფსიქოთერაპევტ ანდრეი მეტელსკის რჩევები ბავშვის სწორ აღზრდაზე

"რა ცუდი თაობა წამოვიდა", - ბუზღუნებს უფროსი თაობა. თუ ამ გზავნილიდან გამოვალთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარშემო, სადაც არ უნდა გაიხედო, მხოლოდ ქალაჩუნა მამაკაცები, თავის ვირტუალურ სამყაროში ჩაკაფსულებული "აიტიშნიკები", ემანსიპირებული ისტერიჩკები და მდიდარ "მამიკოზე" გათხოვების მოსურნე გოგონები გვახვევია. აღარაფერს ვამბობ ალკოჰოლიკებზე და ნარკომანებზე. ნაცია ნადგურდება? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ საკითხი, თუ როგორ აღვზარდოთ სწორად ბავშვები, განსაკუთრებით აქტუალურია. უამრავი "პროგრესული" მეთოდი არსებობს. და მშობლები უკიდურესობებში ვარდებიან. ერთნი თავიანთ შვილებს პრაქტიკულად ყველაფრის უფლებას აძლევენ და შემდეგ უკვირთ, რომ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ბავშვი საერთოდ ვერ ადაპტირდება ცხოვრებასთან. მეორენი, პირიქით, მთელი ძალით ცდილობენ, რომ ბოლომდე დატვირთონ, მიაჩნიათ, რომ მთავარი ამოცანაა - გახსნან ბავშვის მრავალრიცხოვანი ნიჭები და არ ფიქრობენ იმაზე, რომ ბავშვობას ართმევენ მას. ორივე შემთხვევაში მშობელს კეთილი ზრახვები ამოძრავებს, მაგრამ იმდენად "უყვართ" თავიანთი ბავშვები, რომ ვერ ამჩნევენ, როგორ ასახიჩრებენ. არსებობს კი ოქროს შუალედი? დღეს ამ რთულ საკითხს ფსიქოთერაპევტ ანდრეი მეტელსკისთან ერთად განვიხილავთ.

ანდრეი მეტელსკი - ვინ არის იგი? ანდრეი მეტელსკი მშობელთა და შვილთა პრობლემებს უკვე არა ერთი ათწლეულია წყვეტს. განათლებით იგი ექიმი-პედიატრია, მოზარდთა ფსიქოთერაპევტი, სექსოლოგი, გარდა ამისა, გეშტალტ-ტრენერი, INTC ცენტრის სერთიფიცირებული ტრენერი, თანამედროვე ნლპ-ს ინსტიტუტის თანადამფუძნებელი. ჩვენი თანამოსაუბრის რეგალიების ჩამოთვლა საკმაოდ დიდხანს შეგვიძლია, მაგრამ საჭიროა? ანდრეისთან საუბარი თავიდანვე რთული, არაკომფორტული და ცოტა შემაშინებელიც აღმოჩნდა. სცადეთ მისი აზრებისა და გამოცდილების საკუთარ თავზე გამოცდა. დარწმუნებული ვარ, ისინი გაიძულებენ, რომ საკუთარ ცხოვრებას სულ სხვა კუთხით შეხედოთ.

- დავიწყოთ მთავარით. მართლა ვასახიჩრებთ ჩვენს შვილებს ჩვენი სიყვარულით?

- ამ რთულ თემაში გასარკვევად, მოდი ჯერ საბაზისო ცნებები განვსაზღვროთ. ვშიშობ, მრავალი მშობლისთვის ძნელი და არასასიამოვნო იქნება მათი აღქმა. მშობლებს შვილები არ უყვართ. ის, რაც იგულისხმება "ბავშვებისადმი სიყვარულში" ყოფით ცხოვრებასა და ფსიქოლოგიაში, - ეს მიჯაჭვულობაა. სიყვარული - ესაა ერთგვარი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც უბრალოდ არის, მე შემიძლია განვიცადო იგი, მაგრამ ის ვერავიზე ვერ იქნება მიმართული. შესაბამისად, სიყვარული ვერ იქნება მიმართული ვინმესადმი ან რამესადმი. ამიტომ ის, რასაც მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე განვიცდით საკუთარი ბავშვების მიმართ, - მიჯაჭვულობაა, ამასთან, იგი წააგავს მიჯაჭვულობას სასმლისადმი, მანქანისადმი, სიგარეტისადმი და ა.შ.

მშობლებს არ უყვართ ბავშვი, მშობლებს საკუთარი თავი უყვართ ბავშვში. ყველანი ვისწრაფვით იმისკენ, რომ ჩვენი შთამომავალი წარმატებული გახდეს იმ სფეროებში, რომლებშიც ჩვენ ვერ შევდექით. როგორ სათამაშოებს ვჩუქნით ბავშვებს? ყველაზე ხშირად იმათ, რომლითაც თავად ვერ ვითამაშეთ ბავშვობაში. სწორედ ასევე გვიყვარს საკუთარი თავი რაღაც მანქანაში, ვუკეთებთ სპოილერებს, ტიუნინგს და ვტრაბახობთ მეგობრებთან: "ნახე, რა მაგარი მანქანა მყავს!" სწორედ ასევე გვიყვარს ცოლი, ან ქმარი - არა ეს ადამიანი ცალკე, არამედ საკუთარი თავი მასში: "ნახეთ, რა გრძელფეხება ქერა ქალი მყავს. ის კი არაა ასეთი მაგარი, მე ვარ, იმიტომ რომ მე ამირჩია". რა თქმა უნდა, უტრირებას ვუკეთებ, მაგრამ…

იმისთვის, რომ ბავშვი შევიყვაროთ, პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. ეს საკმაოდ გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ ადამიანთა უმეტესობას არ ესმის მისი სიღრმე. წაიკითხეთ სრულად

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - "ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ"

"ჩემი მეგობრები იცინიან ხოლმე, ნონამ ასფალტი აყარა, ეზო გადათხარა და ბაღი გააშენაო" - გაიცანით თვითნასწავლი მებაღე საბავშვო ბაღიდან (ფოტოები)

რა ხდება სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული