ავტორი:

"ტრამპი ყველგან ამბობდა: მე ვიცნობ სააკაშვილს, ის ისეთი მაგარია!" - ექსპრეზიდენტის ლექცია ოდესაში

"ტრამპი ყველგან ამბობდა: მე ვიცნობ სააკაშვილს, ის ისეთი მაგარია!" - ექსპრეზიდენტის ლექცია ოდესაში

მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში, მარკეტოლოგებთან ლექციაზე საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა. ყოფილმა პრეზიდენტმა გაიხსენა დონალდ ტრამპის ნათქვამი, რომ „ხუთი წლის შემდეგ ბათუმი მსოფლიოში ყველაზე მაგარი ქალაქი უნდა ყოფილიყო“.

„რატომ ჩამოვიდა ტრამპი საქართველოში? რატომ გვაქებდა? მეპატიჟებოდა თავის სახლში, ნიუ-იორკში ჩემთან ერთად დადიოდა ქუჩებში, თეატრებსა და რესტორნებში. რატომ? იმიტომ, რომ ყველას მოსწონს, წარმატებასთან იყოს ასოცირებული.

მაშინ ის აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და სურდა, წარმატებასთან ყოფილიყო ასოცირებული. ის ყველგან ამბობდა - „მე ვიცნობ სააკაშვილს, ის ისეთი მაგარია! ბათუმიდან ჩამოვედი, მსოფლიოში საუკეთესო ქალაქია! მათ განათლებისა და გადასახადების საუკეთესო სისტემები აქვთ და ა.შ.“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის: "ვრჩები ეპარქიაში"

"მე ეს უწმინდესს 10 დღე არ ვუთხარი..." - რისთვის უხდის საზოგადოებას ბოდიშს მეუფე იაკობი

BTU-ს სტუდენტი, Perspektywy Women in Tech Summit-ზე წარადგინეს