იაპონური კომპანია TDK საყოფაცხოვრებო სფეროში უხლოესი ტექნოლოგიების სულ უფრო მეტად დანერგვას ცდილობს და ამ მიზნით უახლოეს მომავალში ახალი სტანდარტის, BDXL-ის სამფენიანი ოპტიკური დისკის გამოშვებას აპირებს, რომლის მოცულობა 100 გიგაბიტი იქნება.
ზეტევადი ოპტიკური მატარებლები, სავარაუდოდ, იაპონიაში უკვე სექტემბრიდან გაიყიდება, სულ მალე კი ოთხფენიანი BDRXL-დისკებიც გამოჩნდება, რომელთა მოცულობა 128 გიგაბიტი იქნება.
BDXL-ის გამოყენება სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროებში იქნება მიზანშეწონილი. მაგალითად, ტელევიზიაში, მედიცინასა და დიდი მოცულობის საარქივო ბეჭდური მასალების ციფრულად გადაკეთებისთვის. სავარაუდოდ, ახალ დისკებს, რომლებიც მაგნიტურს ჩაანაცვლებენ, უმაღლესი ხარისხის 3D-ფილმების ჩასაწერადაც მოიხმარენ.
პირველი BDXL-დისკის გამოშვების პირობას იაპონური კომპანია Sharp იძლევა, რომელმაც პროდუქტის პრემიერა 31 ივლისს დაგეგმა. დისკის ფასი დაახლოებით 57 დოლარი იქნება და მის ფორმატს ჯერჯერობით მხოლოდ პლეერი Sharp BD-HDW700/70 შეესაბამება.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.