ავტორი:

"შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ" - სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საქმეებზე

"შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ" - სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საქმეებზე

"შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ" - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას შეწყალების საკითხზე.

ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს დაწყნარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე განმარტების მიცემის ვალდებულება არ აქვს.

"დაწყნარდით, რატომ ხართ ასე? მე არ ვიცი, სხვა რას ამბობს, მე ვიცი რა არის ჩემი პასუხისმგებლობა და ვიცი, რომ ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია. შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ გამოფენებს ორბელიანის მოედანზე ესწრება.

შეგახსენებთ, გუშინ „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ რა დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულები.

"რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენჯერმე სთხოვეს შეწყალებულთა სია, თუმცა მათი სახელები ვერ მიიღეს, თუმცა ადმინისტრაციიდან უპასუხეს წერილზე, რომლითაც ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით გასამართლებული პატიმრები შეიწყალა პრეზიდენტმა.

შეწყალებულებს შორის არიან ბრალდებულები ისეთი მუხლებით, როგორებიცაა: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება; თექვსმეტი წელს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა; თაღლითობის; ქურდობისა და სხვა დანაშაულისთვის გასამართლებულები.

"ცოტაც კიდევ გაძელით ჩემო ძვირფასებო, ეს ბრძოლა ბოლომდე მივა" - მიხეილ სააკაშვილი წინასაახალწლო მილოცვას ავრცელებს

"ბიძინა-ბიძინაა, ექვთიმე - ექვთიმეა" - კახა კალაძე ივანიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის შედარებაზე

2019 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები - როგორ აფასებენ ექსპერტები გასულ წელს და რა მოლოდინი აქვთ 2020-ში