ავტორი:

"ბიძინა-ბიძინაა, ექვთიმე - ექვთიმეა" - კახა კალაძე ივანიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის შედარებაზე

"ბიძინა-ბიძინაა, ექვთიმე - ექვთიმეა" - კახა კალაძე ივანიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის შედარებაზე

შედარებების გაკეთება არ მიყვარს. ბიძინა - ბიძინაა, ექვთიმე - ექვთიმეა, - ასე უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, განათლების მინისტრის მსგავსად თვითონაც ფიქრობს თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი თანამედროვე ექვთიმე თაყაიშვილია.

"ორივეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის და ხალხის წინაშე ძალიან ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული. ამიტომ, შედარებები ვფიქრობ, არასწორი იქნებოდა გამეკეთებინა და ამაზე ხაზი გამესვა", - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი,- ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

2017 წლის შემდეგ, ალექსანდრე ჭიკაიძე საეჭვოდ გამდიდრდა - რა წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"

რა ღონისძიებებს გეგმავს შსს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების საწინააღმდეგოდ - უწყების განცხადება