ავტორი:

თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს დეპუტატს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს

თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს დეპუტატს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს

თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ თამთა თოდაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის პოლიციაში გაკითხვაზე მეორედ მიდის. თამთა თოდაძის განცხადებით, ძალადობის შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა, პოლიციამ ის გამკითხა და მას შემდეგ სამართალდამცავი სტრუქტურები არ შეხმიანებიან. თოდაძე განმარტავს, რომ პოლიციაში გამოკითხვაზე მეორედ მხოლოდ სატალევიზიო ინტევიუს შემდეგ დაიბარეს. ასევე, მისი სატელევიზიო განცხადებების შემდეგ გამოიკითხა გუშინ ილია ჯიშკარიანიც.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ვინ არის ტერორიზმში ბრალდებული ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ-ბარა შიშანი, რომლის ექსტრადირებაც უკრაინიდან განხორციელდა

უკრაინიდან, ტერორიზმისთვის ძებნილი, ცეზარ ტოხოსაშვილის, იგივე ალ-ბარა შიშანის ექსტრადირება განხორციელდა

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში 36 წლის მამაკაცს დიდი რაოდენობით სუბოტექსი და მარიხუანა აღმოაჩნდა - პაციენტს ფსიქიკური პრობლემები აქვს