ავტორი:

"ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ახალგაზრდები თავს იკლავენ, ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა" - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

"ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ახალგაზრდები თავს იკლავენ, ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა" - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ახალგაზრდები თავს იკლავენ. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. ამასთან, ილია მეორემ მრევლს კარ-მიდამოს კურთხევისკენ მოუწოდა.

"ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. ბოროტი სული საშინლად ებრძვის ადამიანს და ამიტომ თქვენ უნდა ფრთხილად იყოთ. ყოველ დღე, საღამოს თქვენ უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს ოთახებს, თქვენს ეზო-კარს და აუცილებლად საღამოს, ძილის წინ ლოცვები წაიკითხოთ. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენი ახალგაზრდები თავს იკლავენ. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა. იღუპება ადამიანის სული. ამიტომ თვეში ერთხელ მაინც მღვდელს უნდა აკურთხებინოთ თქვენი სახლი, თქვენი კარმიდამო", - ბრძანა პატრიარქმა.

"საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია!" - მეუფე მელქისედეკი

"არც ერთს მამა არ ახსოვს, მაგრამ მთელი ქვეყანა იცნობს გიორგის და ისინიც მამიკოთი მოიხსენიებენ..." - 2008 წლის გმირი, რომელიც წამებით მოკლეს

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - Stopcov.ge-მ მონაცემები განაახლა