ავტორი:

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"

"პუტინის მზარეულის" გარშემო სკანდალი გრძელდება. ამერიკამ ევგენი პრიგოჟინისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამჯერად, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული, პრიგოჟინის დღემდე უცნობი სამი თვითმფრინავისა და იახტის (Святой Витамин) შესახებ გახდა ცნობილი. სიაში, რომელზეც ამერიკის სანქციები ვრცელდება, ასევე მოხვდა მისი სხვა უძრავი ქონება, კერძოდ კი, Beratex, Linburg, Autolex-ის კომპანიებში რეგისტრირებული უძრავი ქონება.

არსებული ინფორმაციით, მისი კუთვნილი M-VITO დაფრინავდა სუდანში, ეთიოპიაში, ლიბიაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, სომხეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. novayagazeta.ru-ს ცნობით, ორგანიზაციები, რომლებიც "ამ სატრანსპორტო საშუალებების მომსახურებას რისკავენ და "პროგოჟინის საძაგელ საქმიანობას" ხელს უწყობენ, შესაძლოა, იმ სიაში შეყვანონ, რომლებზეც სანქციები ვრცელდება".

აღნიშნულ სიაში უკვე აღმოჩნდა პრიგოჟინის "ინტერნეტ-კვლევის სააგენტო" და მისი 6 თანამშრომელი. ამერიკის სპეციალური სამსახურის მიერ შექმნილ სიაშია თავად პრიგოჟინი და სააგენტოს 4 თანამშრომელი, ჯეიჰან ნასიმი ოღლი ასლანოვი, მიხაილ ბურჩიკი, ვადიმ პოკდოპაევი და ვლადიმერ ვენკოვი. უფრო მეტიც, პრიგოჟინი 2016 წლიდან სპეციალურ ოთხეულში შედის. თუმცა, ამ დროისთვის ჩამონათვალში ახლები არიან მისი კომპანიონები - იგორ ნესტეროვი და დენის კუზმინი. ორივე მათგანი 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში არიან ეჭვმიტანილი.

"ისინი როგორც ამერიკის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ, ქვეყნის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან მიმართებაში, აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას ცდილობდნენ", - ნათქვამია ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაში. მისივე თქმით, ახლანდელი ქმედებები მხოლოდ რუსი სუბიექტებისკენ არის მიმართული, "თუმცა, ამერიკა დემოკრატიულ პროცესებს თავისი ყველა მოწინააღმდეგისგან იცავს, განსაკუთრებით კი, რუსეთის, ირანისა და ჩინეთისგან, რომლებიც 2020 წლის არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან", - ნათქვამია ამერიკის ოფიციალურ განცხადებაში.

გამოცემის ცნობით, გასულ წელს ამერიკის იუსტიციის სამინისტრო 13 რუსულ კომპანიასა და მოქალაქეს ადანაშაულებდა ამერიკის არჩევნებში ჩარევაში.

"ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ რუსეთიდან მომდინარე მასშტაბურმა დეზინფორმაციამ და ინტერნეტ-ტროლებმა, რომლებიც ძირითადად, სოციალურ ქსელებს ითვისებენ, 126 მლნ ამერიკელის ყურადღების მიპყრობა შეძლო და ამაში "მოსკოვის ხელი" ურევია. ორგანიზაციები ქმნიან ფიქტიურ ექაუნთებს სოციალურ ქსელებში და მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რათა მოსახლეობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ რწმენა შეურყიონ. პროკურორი მიულერი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ პრიგოჟინის კომპანია ბაზირებულია სანკტ-პეტერბურგში და დასაქმებული ჰყავს რუსები, რომლებიც სოციალურ ქსელებში თავს ამერიკელებად ასაღებენ, ისინი ავრცელებენ ექსტრემისტულ განცხადებებს რასობრივ პრობლემებზე, სექსუალურ იდენტობაზე და ა.შ. და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ამერიკის ხელისუფლებასთან მოსახლეობის ურთიერთობის გამწვავებას ცდილობენ. კონგრესში განხილვაზე ამას უწოდეს "ტროლების ფაბრიკა", რომელმაც რამდენიმე ადგილზე ანტიისლამისტური მიტინგის ორგანიზება შეძლო, რათა კონფლიქტი გამწვავებულიყო. მათ ასევე, გახსნეს "ფეიქ ექაუნთი" Instagram-ში, სახელწოდებით, "გამოცოცხლდით შავებო", რაც რასობრივი პროტესტის აგორებას ემსახურება", - წერს გამოცემა.

ევგენი პრიგოჟინი "ინტერნეტ-კვლევის სააგენტოსთან" რაიმენაირ კავშირს უარყოფს და ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ "პუტინის პირადი მზარეული" მხოლოდ "ტროლების ფაბრიკის" დამფინანსებელი კი არა, კურატორიც არის.

novayagazeta.ru-ს ცნობით, 80-იან წლებში პრიგოჟინმა თაღლითობისა და ყაჩაღობისთვის ციხეში 9 წელი გაატარა. გათავისუფლების შემდეგ კი, კვების ბიზნესს მოჰკიდა ხელი, ძირითადად, ელიტურ რესტორნებსა და მაღაზიებს პროდუქტით ამარაგებდა. მოგვიანებით კი, თავისი რესტორნების ქსელიც გახსნა.

2001 წელს ვლადიმერ პუტინმა მის ერთ-ერთ რესტორანში საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი დაპატიჟა. მაშინ New York Times წერდა, რომ ფრანგ პრეზიდენტს თავად პრიგოჟინმა მოუმზადა კერძები. ამას რუსული მედია ასაიდუმლოებდა, თუმცა, ის დასავლური მედიის ობიექტივში მოხვდა და ამის შემდეგ, მეტსახელი "პუტინის შეფ-მზარეული უწოდეს".

2002 წელს, უკვე პუტინის ნდობით აღჭურვილმა პრიგოჟინმა, სანკტ-პეტერბურგში გამართულ სამიტზე ჯორჯ ბუშს მიართვა ხიზილალა და ტრუფელი. ამერიკული მედიის ცნობით, მას შემდეგ, პრიგოჟინს მოსკოვისა და პეტერბურგის სკოლებისა და ელიტარული სამხედრო ნაწილების საკვებით უზრუნველყოფა დაავალეს. ამ კონტრაქტის ფარგლებში, მან დაახლოებით მილიარდი დოლარი მიიღო.

პრიგოჟინი ახლა კულინარიულ კერძებს აღარ ამზადებს, ის "საერთაშორისო შეთქმულებების შეფ-მზარეულია" - ის ჩართულია თითქმის ყველაფერში - დაწყებული არჩევნებში ჩარევიდან, დამთავრებული პუტინის მხარდამჭერი გამოცემების შექმნითა და სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამცველად, რუსი დაქირავებულების გაგზავნით.

Washington Post-ის ცნობით, კონკრეტულად პრიგოჟინმა გასცა ბრძანება, რომ მის მიერ დაქირავებულ Вагнер-ის მეომრებს ამერიკელ სამხედროებზე მიეტანათ იერიში, რომლებიც 2018 წლის თებერვალში სირიის აღმოსავლეთ ნაწილში იყვნენ დისლოცირებულნი. ამერიკული წყაროების ცნობით, მათ ხელთ ჩაუვარდათ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსები ტელეფონით გადასცემდნენ ცნობებს თავიანთი დანაკარგის, კონკრეტულად, 210 მეომრის დაღუპვის შესახებ", - წერს გამოცემა.

როგორც დასავლეთში აღნიშნავენ, "პუტინის მზარეული" მისი სისტემის მხოლოდ ნაწილია და "ტროლების ფაბრიკა" მუშაობას კვლავაც განაგრძობს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"ჩემი, ისევე როგორც ბევრი ქართველის ოცნებაა, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა" - აპირებს თუ არა თინა კანდელაკი საქართველოს პრეზიდენტობას?