ავტორი:

რისთვის დაფრინავს "პუტინის მზარეული" აფრიკაში - რუსული მედია ევგენი პრიგოჟინის საიდუმლო ავიარეისებზე წერს

რისთვის დაფრინავს "პუტინის მზარეული" აფრიკაში - რუსული მედია ევგენი პრიგოჟინის საიდუმლო ავიარეისებზე წერს

"პუტინის მზარეულის" მეტსახელით ცნობილი და მასთან დაახლოებული პირი ევგენი პრიგოჟინი მსოფლიო მედიისთვის ჯერ "ტროლების ფაბრიკის" ავტორის სახელით გახდა ცნობილი, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში აქტიურად იყო ჩართული, შემდეგ კი იმით, რომ სირიაში Вагнер-ების შეყვანის თემას ხელმძღვანელობდა; ასევე მისი სახელი ფიგურირებდა სხვადასხვა ადგილებში ნავთობის, გაზისა და ოქროს მოპოვებასთან დაკავშირებით და სწორედ ამისთვის "პუტინის მზარეული" შეარქვეს.

"Новая газета"-ს მიერ მომზადებულ სტატიაში იმ საიდუმლო ავიარეისებზეა საუბარი, რომელსაც ბოლო ხანებში პრიგოჟინი Raytheon HAWKER 800XP-ით ახორციელებდა. როგორც გაირკვა, ყველაზე ხშირად ის ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში დაფრინავდა. მისმა ქალიშვილმა პოლინამ სოციალური ქსელის პირად გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომელიც მალევე გააუქმა, თუმცა გამოცემამ ფოტომასალის შენახვა მოასწრო. ფოტოებზე პოლინა მამასთან ერთად არის ასახული, წარწერით: "მამაჩემი კეთილი კაცია...". როგორც ფოტოებიდან ირკვევა საფრენი აპარატი M-VITO -ს ნომრით არის დარეგისტრირებული და ფასი 2 მილიონი დოლარია.

გამოცემის ცნობით, ბოლო ხანებში მოსკოვი-პეტერბურგის შიდა რეისების გარდა, პრიგოჟინის თვითმფრინავმა სირიისა და ლიბიის მიმართულებით 48 ავიარეისი განახორციელა.

"იყო შემთხვევები, როდესაც თვითმფრინავი ბეირუთში მხოლოდ რამდენიმე საათით დაჯდა, იქიდან კი, სირიასა და აფრიკაში გაფრინდა. მხოლოდ 2016 წელს, პრიგოჟინის თვითმფრინავი სირიაში 21-ჯერ დაფიქსირდა," - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, სირიის საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის დახურული არ არის.

"2018 წლის დეკემბერში აფრიკული მედიისგან ცნობილი გახდა, რომ პრიგოჟინი სუდანიდან ეგვიპტეში დასასვენებლად ჩავიდა. კიდევ ერთი საეჭვო რეისი პრიგოჟინის თვითმფრინავმა ბერლინიდან განახორციელა, საიდანაც ლიბიაში, ბეირუთში დაეშვა. იქიდან ისევ ეგვიპტისკენ გაფრინდა, მაგრამ გზაში "გაუჩინარდა". გაირკვა, რომ ის ეგვიპტის ნაცვლად, ხარტუმში, სუდანის დედაქალაქში დაფრინდა, საიდანაც კენიისკენ გაეშურა. ბორტზე იმყოფებოდა თავად კენიის ხელმძღვანელობა, რომელიც არ ამბობს, იმყოფებოდა თუ არა მათ შორის პრიგიჟონიც. ამის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ საფრენი აპარატი ჩადში გაფრინდა" - წერს Новая газета, რომლის ცნობითაც, სუდანში პრიგოჟინმა კომპანია Вагнер -ის მებრძოლები ჩაიყვანა.

გამოცემის კითხვაზე, რას ემსახურება საომარ ზონებში პრიგოჟინის ფრენები, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ პასუხობს, რომ ის მასთან ერთად, ლიბიის მარშალთან ხაკიფ ხაფთართან ოფიციალურ სადილს დაესწრო.

"სინამდვილეში კი, პრიგოჟინი აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში კერძო სამხედრო კომპანია Вагнер-ის მეომრების ჩაყვანას კურირებს, ისევე, როგორც ამას წლებია აკეთებს სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში. თუმცა, მისი სახელი უკავშირდება რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან ასოცირებულ კომპანია Евро Полис -ს, რომელმაც ხელისუფლებასთან ადგილობრივი ტერორისტებისგან ნავთობსაბადოების დაცვასთან დაკავშირებით 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სანაცვლოდ Евро Полис- მა მიიღო მოგების წლის მეოთხედი და სირიაში მყოფი Вагнер-ების დაცვაც" - წერს გამოცემა.

Bloomberg-ის კვლევის თანახმად, რუსეთს აფრიკის ათ სახელმწიფოში, ცენტრალურ აფრიკის რესპუპლიკაში, სუდანში, ლიბიაში, მადაგასკარში, ანგოლაში, გვინეაში, მოზამბიკში, ზიმბაბვესა და კონგოს დემოკრატიულ სახელმწიფოში თავისი ინტერესები აქვს. ყველა ჩამოთვლილ ქვეყანაში ვითარება პოლიტიკურად დაძაბულია და მიმდინარეობს სამხედრო მოქმედებები, რუსეთს კი იქ იარაღი ჩააქვს და პლუს-Вагнер- ს მეომრები ჩაჰყავს.

"სწორედ ამ საკითხებზე მოლაპარაკებებს აგვარებს "პუტინის მზარეული" პრიგოჟინი. ცნობისთვის, აფრიკის ოქროს საბადოებზე, რომელზეც მომპოვებელ სამუშაოებს პუტინის მარჯვენა ხელის ევგენი პრიგოჟინის რუსული კომპანია აწარმოებს, დასავლურმა მედიამ არაერთი სტატია მოამზადა.

აფრიკული გამოცემა Africa Intelligence-ს ცნობით, ინდასიმას ოქროს საბადოების დამუშავების შესახებ ცენტრალური აფრიკის ხელისუფლებასთან რუსეთმა შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმების ერთ-ერთი პირობა რეგიონში წესრიგის დამყარებას ითვალისწინებდა. საბადოების დამუშავების სამუშაოები კომპანია Lobaye Invest-ს უნდა ეწარმოებინა, რომელიც გამოცემის ცნობით, რუსულმა კომპანია "მ-ინვესტმა" ("М-Инвест") დააფუძნა. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" სპონსორის, ევგენი პრიგოჟინის სახელთან არის დაკავშირებული.

ზემოხსენებული გამოცემა ამტკიცებს, რომ კომპანია "ვაგნერის" მებრძოლები Lobaye Invest-სთვის მუშაობენ და ოქროს საბადოებზე ძვირფასი ლითონის მოპოვებისათვის საჭირო აღჭურვილობის გადატანასა და დაცვაზე არიან პასუხისმგებელნი.

კიდევ ერთი გამოცემის თანახმად, კომპანია Lobaye Invest-ი ანალოგიურ ფუნქციებს ასრულებს სუდანში: კომპანიის თანამშრომლები ერთ-ერთ საბადოზე ალმასების მოპოვებას აკონტროლებენ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"