ავტორი:

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

ეკა შალამბერიძე მხატვარია, მისი ნამუშევრები იმპრესიონიზმის ჟანრშია შესრულებული. სამხატვრო გალერეა "AKHUNDOV HOUSE"-ში მხატვარმა თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა გახსნა, რომელიც დამთვალიერებელს 11 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

შალამბერიძემ სტუმრები თბილისის ულამაზეს, ისტორიულ უბანში, თბილისურ, თბილ და საინტერესო საღამოზე მიიწვია, რომელსაც „თბილისური ჩუქურთმა“ დაარქვა.

"მთელი ცხოვრებაა ვხატავ, მხოლოდ რაღაც პერიოდი შევჩერდი და მუშაობა ისევ განვაახლე... ჩემი ნამუშევრებით გადმოვცემ გარემოს სილამაზეს, ამ ყველაფრის აღქმა ხდება და შემდეგ ვცდილობ, ამაში სხვებიც დავაჯერო. მე კონცეპტუალისტი არ ვარ... კონკრეტულად რა სილამაზესაც ვხედავ, იმას ვხატავ და ჩემებურად გადმოვცემ“ - გვეუბნება ეკა შალამბერიძე.

უნდა, რომ ასეთი ფორმით სხვებს საკუთარი ემოცია გაუზიაროს, რადგანაც სილამაზის აღქმისა და სხვებისთვის გაზიარების სურვილი სულ აქვს. „რაც გამომდის, ამით ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ და ძალიან მიხარია,“ - აღნიშნავს მხატვარი...

ხატავს თავისუფალ დროს და როცა ძალიან მშვიდ და წყნარ გაწყობაზეა.

„მშვიდად უნდა ვიყო, მუშაობის პროცესში მარტო უნდა ვიყო და ხატვა საღამოს მიყვარს... ვინაიდან ზეთის ტილოებია, 2 კვირა მაინც სჭირდება და ერთი ამოსუნთქვით არ იქმნება. შესაბამისად თითოეულს ვეფერები... ნამუშევრებს გამოფენისთვის დავარქვი სახელები, თუმცა სახელებს ჩემს ტილოებს ძირითადად სხვები არქმევენ ხოლმე“.

ნახატები თბილისის თემაზეა შექმნილი და მთლიანად თბილისს ეძღვნება. როგორც ამბობს, ამჯერად გამოფენა სიმბოლურად თბილისობას დაემთხვა. უფრო მეტი ნამუშევრის გამოტანის სურვილი ჰქონდა, მაგრამ სივრცემ ამის საშუალება არ მისცა, ამიტომ მნახველს ამჯერად 39 ტილო წარუდგინა.

"მაქვს 26 მაისისთვის მიძღვნილი ტილო და ძალიან მენანება მისი გამოფენაზე გატანა. არის ასეთი ნამუშევრები, რომლებიც შეიძლება გასაყიდად ვერ გავიმეტო... მთავარი ის არის, რომ მინდა და შემიძლია, ვხატო და უნდა ვხატო... მორიგი გამოფენისთვის დღევანდელმა დღემ დიდი სტიმული მომცა, მადლობა ადამიანებს, დამაფასეს, ნამუშევრები შემიქეს... შემდეგი გამოფენისთვის უკვე ვემზადები..." - გვითხრა ეკა შალამბერიძემ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს