ავტორი:

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

უცხოეთში მუშაობას ადრეც მთავაზობდნენ, მაგრამ ვერ ვიღებდი ქორეოგრაფობის პასუხისმგებლობას - სად მიემგზავრება სალომე ჭაჭუა და რა გეგმები აქვს მოცეკვავეს

სალომე ჭაჭუა ყველაზე პოპულარული ქართველი მოცეკვავეა, რომლის სახელსაც ქვეყნის გარეთაც იცნობენ. ის ფართო საზოგადოებამ საქართველოში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გაიცნო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოცეკვავე ცოტა ხანში საქართველოს დროებით დატოვებს და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავა. უფრო დეტალურად ამის შესახებ სალომე Aambebi.ge-ს ესაუბრა.

- სალომე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ტოვებთ, რას უკავშირდება თქვენი ქვეყნიდან წასვლა?

- საქართველოდან ცოტა ხანი მივდივარ, ლიბანში მიმიწვიეს "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეხუთე სეზონზე, სადაც ქორეოგრაფად ვიმუშავებ. ამავე დროს, რამდენიმე შოუში ვიცეკვებ ჩემს მეწყვილესთან ერთად. ბრიტანელები მუშაობენ იქ და სწორედ მათგან მივიღე შემოთავაზება.

- როგორ დაგიკავშირდნენ?

- ბრიტანელები მუშაობენ ლიბანში "ცეკვავენ ვარსკვლავებზე", მათთან ადრე მქონდა გაგზავნილი სივი, შემდეგ დარენ ბენეტი იყო ჩამოსული ჩვენთან და "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურიში იჯდა და სწორედ მათი მეშვეობით მოვხვდი ლიბანში. მათ მოსწონთ ჩემი შემოქმედება და ეს ძალიან მახარებს. ისევე როგორც ჩვენი პროექტი, ბეირუთის სატელევიზიო შოუც საუკეთესო "ცეკვავენ ვარსკვლავების" სიაში შედის.

გადაწყვეტილი აქვთ, მეხუთე სეზონი საუკეთესო და განსაკუთრებული იყოს.

- გარდა იმისა, რომ უცხოეთში მოგიწევს პრესტიჟულ შოუზე მუშაობა, კიდევ რითი გახდა ეს შემოთავაზება თქვენთვის მიმზიდველი?

- ქორეოგრაფობის გარდა, ვიცეკვებ შოუში. ასევე ახალ გამოცდილებას შევიძენ, შევცვლი ჩემს ყოველდღიურ რუტინას დროებით, ახალ გამოცდილებას და ახალ ნაცნობობას შევიძენ. ეს იქნება ახალი გამოწვევა. ადრეც მქონდა შემოთავაზებები უცხოეთიდან, მაგრამ ვერ ვიღებდი ამხელა პასუხისმგებლობას, რასაც ქორეოგრაფობა ჰქვია. ამდენი შრომის და მუშაობის შემდეგ კი, მივიღე ეს გადაწყვეტილება და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ, შემდეგ ვნახოთ რა იქნება.

- ლიბანური "ცეკვავენ ვარსკვლავების" დასრულების შემდეგ, საინტერესო შემოთავაზებების შემთხვევაში გააგრძელებთ საზღვარგარეთ მუშაობას?

- ვნახოთ, ყოველთვის არის შემოთავაზებები, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ სწორი არჩევანი გავაკეთო. საქართველოს დიდი ხნით ნამდვილად ვერ დავტოვებ, რადგან პატრიოტი ადამიანი ვარ.

- როდის მიემგზავრებით?

- 14 ოქტომბერს მივემგზავრები.

- გამოდის, ჩვენს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" არ იქნები...

- ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, როდის დაიწყება ჩვენთან "ცეკვავენ ვარსკვლავები", თუ ახლა დაიწყო, ვერ ვიქნები.

"ამაყი ვარ, რომ მუქარის ფონზე, კინოთეატრებმა არ გააუქმა ჩვენება" - როგორ ეხმაურება ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორი გუშინდელ მოვლენებს

ყველაფერი თავის მოვლისთვის ერთ სივრცეში - Beauty Exhibition 2019 იწყება

"ამ ეტაპზე თვალს ბოლომდე ვერ ვახელ" - მსახიობს, რომელსაც 20 ივნისის ღამეს რეზინის ტყვია მოხვდა, მხედველობა ჯერ არ აღდგენია