ავტორი:

ქართველების საფლავები სოხუმში, რომელსაც აფხაზები უვლიან - ეს ფოტოები რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული

ქართველების საფლავები სოხუმში, რომელსაც აფხაზები უვლიან - ეს ფოტოები რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული

რამდენიმე ხნის წინ, აფხაზეთიდან დევნილმა ჯულიეტა ჯანგიძემ, გაგრიდან, 90-იან წლებში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული ქალიშვილის ცხედარი გადმოასვენა. მანამდე საფლავს ადგილობრივი აფხაზები უვლიდნენ. მაშინ შევიტყე, რომ ის ერთადერთი შემთხვევა არ იყო და იქ დარჩენილი აფხაზები, არაერთი ქართველის საფლავს უვლიდნენ, ზოგს ახლობელი ქართველების თხოვნით, ზოგსაც - საკუთარი სურვილით.

“ეს სახლი ვისი იყოო?.. – უკითხავს სოხუმელი მწერლის გურამ ოდიშარიას სახლზე ვიღაც აფხაზს. – ძალიან კარგი ხალხის, ქართველებისო“, - უპასუხიათ ადგილობრივებს... „მაშინ, გადაეცით, რომ მის სახლში დროებით ვცხოვრობო..." - უთქვამს “ახალმოსახლე” აფხაზს. მისი ოჯახის წევრების საფლავებსაც უვლიან აფხაზეთში.

ორივე მხარის მიერ დაშვებული შეცდომების, უზარმაზარი ადამიანური დანაკარგისა და ტრაგედიების კვალდაკვალ, იყო ერთმანეთის გადარჩენის, შეფარების, მიტევების, პატიების მაგალითები.

ალბათ, ამიტომ უწოდებდა წლების განმავლობაში არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი ქართულ-აფხაზურ ომს "ხელოვნურ კონფლიქტს", რომელსაც მსოფლიოში ანალოგი თითქმის არ აქვს.

რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელის მომხმარებელმა დავით ჟვანიამ, რომელიც აფხაზეთსა და მის გარშემო მიმდინარე პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალს, სოხუმის რაიონის სოფელ ლეჩკოპში, ქართველების სასაფლაოზე გადაღებული ფოტომასალა გამოაქვეყნა.

რამდენიმე მათგანზე ყვავილებიც დევს და სანთლებიც ანთია... ზოგს ადამიანის მზრუნველი ხელი ატყვია, ზოგს – არა. თუმცა, ძნელია იმის თქმა, რომ 26 წლის განმავლობაში უპატრონობის კვალი ეტყობა.

ამ ერთი ქართული სოფლის სასაფლაოს ფოტოები, სადაც ჯერ კიდევ იგრძნობა თითქმის 30 წლის წინანდელი ადამიანური ურთიერთობები, რომელმაც ალბათ ოდესმე ყველანაირი პოლიტიკური კონცეფციის გვერდით ავლით, ყველაფერი უნდა ახსნას და თავის ადგილას დაალაგოს, ალბათ, ყველაზე კარგად ჰყვება ქართულ-აფხაზური ომის ტრაგედიას.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

როგორ შევარჩიოთ ინტერიერის კარები – რეკომენდაციები და ფასდაკლება „მიჰაუსისგან“

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა