ავტორი:

10 გარდაცვლილი და 130-მდე დაშავებული - იაპონიაში ტაიფუნი "ჰაგიბისის" გამო 6 მილიონი ადამიანი ევაკუირებულია (ფოტო)

10 გარდაცვლილი და 130-მდე დაშავებული - იაპონიაში ტაიფუნი "ჰაგიბისის" გამო 6 მილიონი ადამიანი ევაკუირებულია (ფოტო)

იაპონიაში ტაიფუნმა "ჰაგიბისმა" 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 16 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, 126-მა კი სტიქიის შედეგად სხვადასხვა დაძიანება მიიღო.

გარდაცვლილი ადამიანები ჩიბას, გუნმას, კანაგავასა და ფუკუშიმას პრეფექტურებიდან არიან. რთული სიტუაცია ნაგანოს პრეფექტურაში შეიქმნა, სადაც მდინარე სინანო ადიდდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა. ქვეყანაში 425,000 ოჯახი ელექტროენეტგიის გარეშეა დარჩენილი.

იაპონიის პრემიერმა სინძო აბემ მთავრობის საგანგებო სხდომა გამართა და შესაბამის სამინისტროებს სტიქიის შედეგების აღმოფხვრის კუთხით აუცილებელი ზომების გატარება დაავალა.

ხელისუფლებამ 6 მილიონი ადამიანის ევაკუირების რეკომენდაცია გასცა. სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ „ჰაგიბისი“ ბოლო 60 წლის განმავლობაში იაპონიაში მომხდარი ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.

ფოტო: როიტერი

„ნუ იქნები ხისტი და სულელი! ისტორია სატანად შეგრაცხავს" - დონალდ ტრამპის ეს წერილი ერდოღანმა სანაგვეში მოისროლა

ბრექსითის შეთანხმება მიღწეულია

როდის შეძლებს რუსული ავიაკომპანია S7 ქუთაისის მიმართულებით ფრენების დაწყებას - "როსავიაციის" განმარტება