ავტორი:

„ნუ იქნები ხისტი და სულელი! ისტორია სატანად შეგრაცხავს" - დონალდ ტრამპის ეს წერილი ერდოღანმა სანაგვეში მოისროლა

„ნუ იქნები ხისტი და სულელი! ისტორია სატანად შეგრაცხავს" - დონალდ ტრამპის ეს წერილი ერდოღანმა სანაგვეში მოისროლა

თურქეთის პრეზიდენტმა ამერიკელი კოლეგისგან მიღებული წერილი სანაგვეში გადააგდო, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

9 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში დონალდ ტრამპი რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ურჩევდა, „არ ყოფილიყო სულელი“ :

„ნუ იქნები ხისტი და სულელი! შეგვიძლია, კარგი გარიგება დავდოთ. შენ არ გსურს ათასობით ადამიანის სისხლისღვრაზე იყო პასუხისმგებელი, ისევე როგორც მე არ მსურს, თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე ვიყო პასუხისმგებელი - და მე ვიქნები.

ისტორია დაგიფასებს, თუკი ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ, მაგრამ შეგრაცხავს სატანად, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება. ნუ იქნები ხისტი, ნუ იქნები სულელი!

მოგვიანებით დაგირეკავ,“ - წერდა ტრამპი.

საპასუხოდ, როგორც „ბიბისისთან“ თურქული წყაროები ამბობენ, პრეზიდენტმა მიღებული წერილი სანაგვეში მოისროლა.

თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაზე თავდასხმა გასულ კვირას დაიწყო. ოფიციალური პირების განცხადებით, ქურთები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ს მოკავშირეები იყვნენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, ტერორისტები არიან. თავდასხმა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის ბრძანება გასცა.

სირიიდან დაბრუნებულ ტერორისტებს სიამოვნებით მივიღებთ, თეატრის ბილეთებს გადავცემთ თუ ადგილს სასაფლაოზე, ჯერ არ ვიცი - კადიროვი

ერდოღანი - ტერორისტებს თავებს გავუსრესთ, თუ ქურთი მებრძოლები შეთანხმებულ ტერიტორიას არ დატოვებენ

"სტალინის საყვარელი აგარაკი, სადაც ქართველი მეფე თამარი განიკურნა" - წყალტუბოს სანატორიუმი BBC Travel-ის ობიექტივში