ავტორი:

სამცხე-ჯავახეთში 42 წლის მამაკაცი მამასთან ერთად მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა - პოლიციამ ორივე მათგანი დააკავა

სამცხე-ჯავახეთში 42 წლის მამაკაცი მამასთან ერთად მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა - პოლიციამ ორივე მათგანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მამა-შვილი - 1977 წელს დაბადებული რ.ვ. და 1953 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ვ., მამასთან - დ.ვ. - სთან ერთად, საკუთარ მეუღლეს - 1982 წელს დაბადებულ ფ.ს - ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 11 პრიმა-126 მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-151 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სოფლის სასაფლაოსთან მოუკლავს... მოკლული ცოლი მანქანაში ჰყავდა" - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

გლდანში დაჭრილ მოზარდს კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება - დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

მუხრან ფანგანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს