ავტორი:

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, მოკლულის ახლობლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას"

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, მოკლულის ახლობლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას"

ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ირაკლი დეკანოიძის ადვოკატმა ლარისა ჩადუნელმა "ინტერპრესნიუსთან" დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, მოკლულის ახლობლის მხრიდან, სატელეფონო საუბრებისას ადგილი ჰქონდა გარკვეულ მუქარას.

თუმცა, ადვოკატის თქმით, დეკანოიძეს ყოფილი ცოლის მკვლელობის წინასწარი განზრახვა არ ჰქონია და მასთან შვილების შემდგომ ბედზე სასაუბროდ და მოსალაპარაკებლად მივიდა, რა დროსაც მათ შორის კონფლიქტი მოხდა.

ჩადუნელი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს განზრახული არ ჰქონდა თავისი ყოფილი მეუღლისთვის სიცოცხლის მოსპობა და შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

როგორც ადვოკატმა გორის პოლიციის სამმართველოსთან განაცხადა, მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინება, ბრალდებულს შეუთანხმებს, თუ რა სახის შუმადგომლობას დააყენებს სასამართლოში.

"მე უნდა შევიდე და მოხდეს შეთანხმება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და შევჯერდებით. რა თქმა უნდა, ბრალდებულს წარედგინება ბრალი და ამის შემდეგ განვსაზღვრავთ ჩვენს პოზიციას და მოქმედებას", - აღნიშნა ადვოკატმა.

კითხვაზე, აღიარებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს, ადვოკატმა განაცხადა, რომ „ფაქტია, რომ მომხდარია მძიმე დანაშაული. მას არ სურდა მისთვის სიცოცხლის მოსპობა, უნდოდა ბავშვების საკითხზე დალაპარაკება, შემდეგ მოხდა შელაპარაკება, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი“, - განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, ბრალდებული მოსალაპარაკებლად ხელყუმბარით იყო თუ არა მისული, ადვოკატმა განაცხადა, რომ „ზუსტად ვერ იტყვის“.

„ასეთ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რომ შეიარაღებული იყო მისული და განზრახული ჰქონდა მისი სიცოცხლის მოსპობა. გარკვეული პერიოდი, დაახლოებით 10 წუთამდე, ისინი საუბრობდნენ“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გორის რაიონული სასამართლო ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

"სოფლის სასაფლაოსთან მოუკლავს... მოკლული ცოლი მანქანაში ჰყავდა" - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

გლდანში დაჭრილ მოზარდს კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება - დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

მუხრან ფანგანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს