ავტორი:

"დღეში 15 ლარამდე გამომდის" - მარტოხელა დედა თბილისში "სტაიანშიკად" მუშაობს

"დღეში 15 ლარამდე გამომდის" - მარტოხელა დედა თბილისში "სტაიანშიკად" მუშაობს

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 38 წლის ქეთი აბდულაევას. ახალგაზრდა დედა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე "სტაიანშიკად" მუშაობს, ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალია:

"3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა "ჩაჯდა" (ციხეში) და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა (ქმარი) და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკავეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია... ჩემ ქმარს არაფერი შემოქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს.

რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება. აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2 დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის.

მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე..." - ამბობს ქეთი აბდულაევა.

©სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან

"ჩემს ყველა დადებით თვისებას CoVID-19-იც შეემატა..." - რას წერს "იმედის" თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა

"პედიატრი, მამა გაბრიელით რომ მწყევლა, სამსახურიდან დაითხოვეს, მორიგეობებს ჩამოაშორეს ტრავმატოლოგიც" - რა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში