ავტორი:

"პრობლემაა, ვინც არ იცის, რომ შიდსი აქვთ, უნდა გამოვავლინოთ ისინი და ყველა მათგანში C ჰეპატიტი განვკურნოთ" - თენგიზ ცერცვაძე

"პრობლემაა, ვინც არ იცის, რომ შიდსი აქვთ, უნდა გამოვავლინოთ ისინი და ყველა მათგანში C ჰეპატიტი განვკურნოთ" - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში აივ შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს C ჰეპატიტის განკურნების სარეკორდო მაჩვენებელი - 98.7% აქვს, ხოლო შიდსით დაავადებულებში C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 95.6%-ია. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ საერთაშორისო კონფერენციის „C ჰეპატიტის მირკოელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში" დაწყებამდე განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, გამოვლენილ შიდსით დაავადებულებში, C ჰეპატიტი აღმოფხვრილია, თუმცა, სახელმწიფომ ახლა უნდა იზრუნოს შიდსით დაავადებულების აღმოსაჩენად.

„შედეგები ჯერჯერობით კარგია. თუ C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებლები გვაქვს მსოფლიოში სარეკორდო, 98.7%, შიდსით ავადმყოფებში ეს დაბალია, მაგრამ 95,6% შიდსიანებისთვის მაღალი მაჩვენებელია. ინტენსიურად უნდა გამოვავლინოთ შიდსით ავადმყოფები. ახლა პრობლემაა ისინი, ვინც არ იცის, რომ შიდსი აქვთ. ისინი უნდა გამოვავლინოთ და ყველა მათგანში C ჰეპატიტი განვკურნოთ. ესაა ამ პროგრამის მიზანი," - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ფართომასშტაბიან ელიმინაციაში მიკროელიმინაციები ერთ-ერთ ძირითად სტრატეგიას წარმოადგენს.

ცერცვაძის ინფორმაციით, შიდსით დაავადებულთა შემდეგ მიკროელიმინაციის პროგრამა პატიმრებს, ჰემოფილიით ავადმყოფებს, დიალიზზე მყოფებსა და ინტრავენულ ნარკომანებს მოიცავს.

წვიმა და თოვლი 14 იანვრამდე - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

როგორია "ბასიანთან" დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

ყოფილი მეუღლის მიმართ მუქარის ფაქტზე ბრალდებულ სასულიერო პირს მონასტერში გაგზავნიან