ავტორი:

შილდაში სამეფო ღვინის ახალი ბრენდის - "პრინცი იოანე ბაგრატიონის" წარდგენა გაიმართა

შილდაში სამეფო ღვინის ახალი ბრენდის - "პრინცი იოანე ბაგრატიონის" წარდგენა გაიმართა

საქართველოს, როგორც 8 000-წლიანი ისტორიის ღვინის სამშობლოს, უკვე მთელი მსოფლიო აღიარებს. ჩვენს ქვეყანაში მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას თან ერთვის ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება. როგორც ცნობილია, საქართველოს ტერიტორიაზე 500-მდე განსხვავებული ყურძნის ჯიშია გავრცელებული.

ღვინის მსოფლიო ბაზარზე არსებულ კომპანიებს, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი შეემატა - საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა, პრინცმა იოანე ბაგრატიონმა, კომპანია „შილდასთან“ ერთად საზოგადოებას სამეფო ღვინის ახალი კოლექცია წარუდგინა. ღვინო, სახელად "7" შვიდი სხვადასხვა ქართული ჯიშის საუკეთესო ყურძენს აერთიანებს და მათი ერთად დავარგებით მიიღება. საკოლექციო ღვინის დაგემოვნებისას სრულიად განსხვავებულ, ჰარმონიულ და სახასიათო გემოს შეიგრძნობთ.

პრინცმა იოანემ, კახეთში, „მეღვინეობა შილდაში“ მიპატიჟებულ სტუმრებს თავისი საკოლექციო ღვინო თავად წარუდგინა:

„ჩემთვის დიდი პატივია აქ თქვენს გვერდით ყოფნა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში, ჩემ ფესვებთან დაბრუნება. ძალიან ამაყი ვარ დღევანდელი დღით. ჩვენ ამ ღვინოზე დიდი ხანია ვმუშაობდით და მოხარული ვარ, რომ დღეს ეს ახალი კოლექცია წარგიდგინეთ.

იმედი მაქვს, ეს ღვინო იქნება ჩვენი ელჩი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“ - განაცხადა პრინცმა იოანე ბაგრატიონმა.

პრინცი იოანესა და მისი მეუღლის ქრისტინეს მიერ მოწყობილ ღონისძიებას უამრავ სტუმართან ერთად ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქართველი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და სხვადასხვა ქვეყნის ელჩი.

სტუმრებს შეეძლოთ სასიამოვნო გარემოში დაეგემოვნებიათ ტრადიციული ქართული კერძები, ქართული ყველი და საკოლექციო ღვინო. საღამოს სპეციალური სტუმარი კი ცნობილი პიანისტი დავით ალადაშვილი განხდათ, რომელმაც ორკესტრთან და ნატალია ქუთათელაძესთან ერთად რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ დახვეწილი, წარსულის ინოვაციური ხედვით შთაგონებული “პრინცი იოანე ბაგრატიონის” პრემიუმ კლასის ღვინო მემკვიდრეობის სიყვარულისა და წმინდა ტრადიციების პატივისცემის სიმბოლოდ შეიქმნა.

ავტორი: ეკატერინე გადახაბაძე

პრინც იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეეძინათ - რა დაარქვეს სამეფო ოჯახის ახალ წევრს? (ფოტო)

დათოვლილი ბათუმი - ულამაზესი ფოტოები აჭარიდან

"ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია... რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ქალიშვილისა და სიძის შესახებ?